20 ივლისი 2021, 19:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T10058 - ტენდერი კასლეთი 2 ჰესისთვის საპროექტო გადაწყვეტილებების მიღებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს კასლეთი 2 (ს/კ 406107118) (შემდგომში “დამკვეთი”) აცხადებს ტენდერს ტექნიკური და კომერციული წინადადების მისაღებად (შემდგომში „სატენდერო წინადადება”) ტენდერში მონაწილეებისგან (შემდგომში “პრეტენდენტი ”) კასლეთი 2 ჰესისთვის საპროექტო გადაწყვეტილებების მიღებაზე.
ჰიდროელექტროსადგური „კასლეთი 2 ჰესი“, რომლის დადგმული სიმძლავრე 8,1 მგვტ-ია მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ხაიშში.
ტენდერის საგანი: საპროექტო გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს სადაწნეო მილსადენის მდინარის გადაკვეთებსა და სათავესთან დამაკავშირებელი დაზიანებული გზის მონაკვეთზე/
სატენდერო წინადადების წარდგენის (ატვირთვის) ბოლო ვადაა: 2021 წლის 20 ივლისს 19:00 საათი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელმოწერილი გაუთქმელობის შეთანხმება 3 სამუშაო დღის ვადაში ელ. ფოსტაზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 20 ივლისი, 19:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები