ჩაბარების ვადა:

9 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T10065 - ტენდერი მეორადი მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილების, მოპედების, სატვირთო და სამგზავრო-სატვირთო ტექნიკის და სპეც ტექნიკის გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს მეორადი მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილების, მოპედების, სატვირთო და სამგზავრო-სატვირთო ტექნიკის და სპეც ტექნიკის გაყიდვაზე.

მეორადი მსუბუქი ავტომობილების და სპეც ტექნიკის ჩამონათვალი:

დანართ N1-ში მოცემულია გასაყიდი ტექნიკის დასახელება, რაოდენობა, აღწერა, კომენტარი მის ეხლანდელ მდგომარეობაზე და გასაყიდი საწყისი ფასი სამ ლოტად:

  • ლოტი 1 (ექსელის ცხრილში sheet 1) -  მაღალი გამავლობის და მსუბუქი ავტომობილები, ასევე მოპედები.
  • ლოტი 2 (ექსელის ცხრილში sheet 2) - სატვირთო და სატვირთო-სამგზავრო ტექნიკა;
  • ლოტი 3 (ექსელის ცხრილში sheet 3) - ექსკავატორები;

მეორადი მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილების, მოპედების, სატვირთო და სატვირთო-სამგზავრო ტექნიკის და ექსკავატორების შესაფასებლად აუცილებელია ადგილზე ვიზიტი და დათვალიერება.

დანართ N1-ში წარმოდგენილი მეორადი მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილები, მოპედები, სატვირთო და სატვირთო-სამგზავრო ტექნია და ექსკავატორები, სრულად წარმოდგენილი ყველა სატრანსპორტო საშუალება არის მეორად მდგომარეობაში. გამყიდველი არ იღებას პასუხისმგებლობას მის ექსპლუატაციაში ვარგისიანობაზე. მყიდველი ვალდებულია შესყიდვამდე ჯეროვნად შეამოწმოს შესყიდვის ობიექტი.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასი ლარში  დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) მოქმედების ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღე.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:
ავტომობილის და ტექნიკის გაყვანა მყიდველის მიერ მითითებული მისამართებიდან: 

  • ლოტი 1 - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) - ქ. თბილისი, ფეიქრების 30. 
  • ლოტი 2 - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) - ქ. თბილისი, ფეიქრების 30.
  • ლოტი 3 - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) - ქ. თბილისი, ფეიქრების 30. 

ავტომობილის გაფორმება უნდა მოხდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში.

გაფორმების ხარჯებს იხდის მყიდველი.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება უნდა მოხდეს წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორების წესით საქონლის მიწოდებამდე, ყიდვა-გაყიდვის  ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარულ დღეში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად).
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • პრეტედენტს აქვს უფლება წარმოადგინოს ფასები მხოლოდ ერთ ლოტზე სრულად, ორ ლოტზე სრულად ან სრულად სამივე ლოტზე.  

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი,  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი,  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის,  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 9 ივლისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067



ტენდერის კატეგორია:

  • 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები
  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 34400000 მოტოციკლეტები, ველოსიპედები და მოტოციკლეტის ეტლები
  • 43200000 მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი (მათთან დაკავშირებული) ნაწილები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 ივლისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა