6 ივლისი 2021, 18:00
სტატუსი:
გამარჯვებული
E
ელ. ტენდერი
T10075 - ტენდერი გეოლოგიური კვლევასა და საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის მომზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ. თბილისში, ქიზიყის ქ. #19-21-23 (ს/კ 01.19.24.004.083) გეოლოგიური კვლევა და საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის მომზადება.
კონკრეტული დავალება: ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა და საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის მომზადება ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების მიზნით (შენობის კლასი V). სამშენებლო ნორმების და წესების დაცვით უნდა გაიბურღოს 20 მ სიღრმის 10 ჭაბურღილი გეგმაზე მითითებული ადგილების შესაბამისად; აღებულ უნდა იქნას ნიმუშები დარღვეული ან დაურღვეველი სტრუქტურის ყველა ფენიდან. უნდა ჩატარდეს ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა ფიზიკურ-მექანიკურ მახასიათებლებზე.
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ: კომპანიას უნდა გააჩნდეს საქართველოში მოღვაწეობის მინიმუმ ათწლიანი გამოცდილება;
კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმოებული გეოლოგიური კვლევების მიღება ჩაბარების აქტები, რომლის საფუძველზეც განხორციელდა მსგავსი ობიექტების სამშენებლო- სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
გადახდის პირობები: სამუშაოს დასრულების შემდეგ.
ტენდერის ვადები: 7 კალენდარული დღე.
ხელშეკრულების ვადები: 30 სამუშაო დღე.
საგარანტიო პირობები: ტექნიკურად გამართული, შესაბამისად გაფორმებული და სრულყოფილი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მოწოდება.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 6 ივლისი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი: ლევან ინასარიძე
მობ: 514 377 117
სხვა: სამუშაოს დაწყების წინ ინფორმირებულ უნდა იქნას შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს თანამშრომელი, რომელიც გაუწევს მონიტორინგს სამუშაოების წარმოებას.
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები