ჩაბარების ვადა:

28 ივლისი 2021, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10098 - ტენდერი თეთრიხევი ჰესის მიწისქვეშა სადრენაჟე სატუმბო სადგურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 28 ივლისი, 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს თეთრიხევი ჰესის მიწისქვეშა სადრენაჟე სატუმბო სადგურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება)

  • კონტრაქტორი ვალდებულია ქ. თბილისში სამგორის რაიონში მდებარე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული თეთრიხევიჰესის ტერიტორიაზე შეასრულოს თეთრიხევჰესის მიწისქვეშა სადრენაჟო სატუმბო სადგურის დეტალური პროექტი, მოიპოვოს შესაბამისი ნებართვები და აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და სტანდარტების შესაბამისად. (დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართი N1-ში)
  • პროექტების მომზადების პროცესში კონტრაქტორი დამკვეთს წარუდგენს სამუშაო ვერსიებს შეთანხმებისთვის. დრაფტ ვერსიის მხარეებს შორის განხილვის პერიოდი შეადგენს 21 კალენდარულ დღეს  (აღნიშნული პერიოდი შეიძლება შეიცვალოს მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე).
  • კონტრაქტორმა უნდა განაახლოს პროექტი დამკვეთის შენიშვნების/კომენტარების გათვალისწინებით და გაუგზავნოს მას საბოლოო დასტურისთვის. სამუშაო ვერსიის განახლების პერიოდი შეადგენს 14 კალენდარულ დღეს (აღნიშნული პერიოდი შეიძლება შეიცვალოს მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე). პროექტის წერილობითი დადასტურების შემდეგ კონტრაქტორი წარადგენს პროექტის საბოლოო ვერსიას (ორიგინალ და ელ. ვერსიას).

განსაკუთრებული მოთხოვნა:

  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საშემსრულებლო დოკუმენტაცია წარმოადგინოს ტენდერზე თანდართული საშემსრულებლო დოკუმენტაციის ნიმუშების შესაბამისად, რომელთა ცვლილება დაუშვებელია;

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დეტალური ხარჯთაღრიცხვის სახით.
  • ფასები წარდგენილი უნდა იქნას ლარში, დამატებითი ღირებულების ჩათვლით, ფასი უნდა შეიცავდეს ტრანსპორტირების, მასალის, პროექტის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის, პროექტის მომზადების და სამუშაოების ფასს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და სავალდებულო შენატანების ჩათვლით.

სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს სამგორის რაიონში, თეთრიხევი ჰესის ტერიტორიაზე;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს  სამუშაოების შესრულების პროცესის დეტალური გეგმა-გრაფიკი ეტაპების მიხედვით (დეტალური ტექნიკური დავალება მოცემულია დანართი 1-ში)

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 60 (სამოცი) თვის ვადით.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება  უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

  • ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ - კომპანიის ზოგადი აღწერა, თანამშრომლების რაოდენობა, პროექტის შესრულებაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობა და კვალიფიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, მოთხოვნის მიხედვით;

გამოცდილება:

  • შესრულებული სამუშოაების ზოგადი ჩამონათვალი: ბოლო 3 წლის მანძილზე მსგავსი პროექტების ჩამონათვალი (დასრულებული და მიმდინარე);
  • სარეკომენდაციო წერილი - მინიმუმ 3 (მოთხოვნის საფუძველზე); 
  • შემოთავაზებული ქვე-კონტრაქტორები (არსებობის შემთხვევაში)- კომპანიის დასახელება და ინფორმაცია, სამუშაო მოცულობა/აღწერა რომელისაც ქვე-კონტრაქტორი შეასრულებს;

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვა, როგორც რესურსულ ასევე კრებსით ფორმატში, ქვეყანაში მოქმედი საბაზისო ნორმების მიხედვით. ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს ექსელის და პდფ ფორმატით (ხელმოწერილი ვერსია).  
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • სამუშაო გეგმა-გრაფიკი 
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • ტენდერზე თანდართული ხელმოწერილი „კონტრაქტორის განაცხადი“;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.8 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა - 2021 წლის 28 ივლისი, 17:00 საათი
წინადადების წარმოდგენის ფორმა: ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით 
შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
    2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველის“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 28 ივლისი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ტრისტან ტაბატაძე, თეთრიხევი ჰესის სამსახურის უფროსი 
ტელ: 599 50 63 80

შესყიდვების წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: ნინო მურაჩაშვილი
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: nmurachashvili@grpc.ge
ტელ.: 577 35 00 96

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145);

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები