ჩაბარების ვადა:

12 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10114 - ტენდერი სერვერების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სერვერების შესყიდვასთან დაკავშირებით და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტის აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/ტექნიკური სპეციფიკაცია:

  • სერვერი - 3 ცალი
  • ბრენდი: dell, hp ან lenovo
  • პროცესორი: Intel® Xeon® Gold 6346 Processor 2 სოკეტი (მნიშვნელოვანი პრიორიტეტია single core performance)
  • ოპერატიული მეხსიერება:  64GB -16 ცალი  (1 TB)
  • FC HBA 16GB 2 პორტი (სთორიჯის ადაპტერი)
  • NIC 10 GB Ethernet 2 პორტი  + 1 GB 4 პორტი (ქსელის ადაპტერი)
  • Remote Management license (idrac, ilo or etc)

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება 1.2 პუნქტში მოცემული სპეციფიკაციის შესაბამისად. ფასი უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას თბილისის მასშტაბით.

საქონლის მოწოდების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • საქონლის მოწოდების ადგილი: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10 
  • საქონლის მოწოდების და ვადა: გთხოვთ მიუთითეთ მოწოდების ვადები შემოთავაზებაში

მოთხოვნა საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ:

  • დეტალური ინფორმაცია საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ წარმოდგენილ უნდა იქნას ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ. 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს საქონლის ერთეულის ფასს დღგ-სა და მიწოდების ჩათვლით;
  • საქონლის ზუსტი აღწერილობა - ტექნიკური სპეციფიკაცია (ტექნიკური პასპორტი), ბრენდი, წარმოშობის ქვეყანა;
  • ინფორმაცია საქონლის მოწოდების ვადისა და საგარანტიო პირობების შესახებ;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • MAF ან სხვა სერტიფიკატი წარმომადგენლობის, ექსკლუზივის, დისტრიბუტორობის უფლების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; (ჩაითვლება ბენეფიტად)
  • ინფორმაცია მსგავსი პროდუქციის გასხვისების შესახებ შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებით (ხელშეკრულება, ზედნადები და ა.შ);
  • რეკომენდაციები იმ კომპანიებისგან, სადაც მსგავსი ტიპის აპარატურა გაქვთ დამონტაჟებული; (ჩაითვლება ბენეფიტად)

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და დოლარში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 12 ივლისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10 
ელ. ფოსტა: kchkheidze@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 (1114); მობ: +995 595 25 74 58

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145); 

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 ივლისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა