ჩაბარების ვადა:

16 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10129 - ტენდერი CyberArk-ის ლიცენზიების განახლება, Advance Support შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს CyberArk-ის ლიცენზიების განახლება, Advance Support შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი 1; 
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: 7 სამუშაო დღე;
  • მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის 29ა;
  • სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდისთვის საქართველოს რეზიდენტი ორგანიზაციის მიერ გაცემული, სულ მცირე 1 სარეკომენდაციო წერილი.
  • სერთიფიცირებული ინჟინრების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია 
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

Advance Support 1 Year - ტექნიკური მოთხოვნა

ახალი გარემოს მომზადება:

  • ინსტალაცია / კონფიგურაცია ( ბანკის ინჟინრების ჩართულობით და უშუალო მეთვალყურეობით.
  • უსაფრთხოების კუთხით Best Practice-ების გათვალისწინება.
  • 500+ მომხმარებლის შესაბამისი არქიტექტურული Best Practice-ების გათვალისწინება.
  • AD - სთან ინტეგრაცია
  • RSA - სთან ინტეგრაცია
  • DR Module - ის დანერგვა
  • PSMP მოდულის დანერგვა
  • PSM მოდულის ჰორიზონტალური სკალირება მინიმუმ ორ სერვერზე.
  • Web მოდულის ჰორიზონტალური სკალირება მინიმუმ ორ სერვერზე (ტექნიკურად თუ არის შესაძლებელია)
  • HTML5 - ის გამართვა
  • ბანკის სპეციალისტებთან ერთად არსებული მიდგომების, სეიფების, ექაუნთების და წვდომების გახსნის პრინციპების ანალიზი და შესაძლო გაუმჯობესებების/ოპტიმიზაციის განხილვა.
  • არსებული გარემოდან წვდომების და კონფიგურაციების ახალ გარემოზე მიგრაციაში დახმარება.

მხარდაჭერის გაწევა:

  • ინფრასტრუქტურის, როგორც უსაფრთხოების, ასევე კონფიგურაციის კუთხით პერიოდული აუდიტის ჩატარება. ღრმა ტექნიკური ანალიზი ვენდორის Best Practice-ების გათვალისწინებით, რეკომენდაციების მიცემა და იმპლემენტაციაში დახმარება.
  • ახალი კომპონენტების იმპლემენტაციაში დახმარება, ჰარდენინგი და ოპტიმიზაცია ვენდორის Best Practice-ების გათვალისწინებით.
  • ვენდორის მიერ გამოქვეყნებული სისუსტეების შესაბამისი უსაფრთხების პაჩების დაყენებაში დახმარება. (On Demand)
  • ინციდენტების გახსნაში დახმარება, ჩართულობა მის მოგვარებამდე და საჭიროების შემთხვევაში ესკალირება.
  • სერტიფიცირებული ინჟინრების არსებობა პარტნიორის მხარეს.
  • ლაბის არსებობა (Nice to Have)

დამატებითი ინფორმაცია:

  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 16 ივლისი 18:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
  • ვაჭრობის ბიჯი: 300 დოლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ნინო კუბლაშვილი
მობ: 599 13 25 08
ელ. ფოსტა: n.kublashvili@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 ივლისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 300.00 $