ჩაბარების ვადა:

16 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10149 - ტენდერი Video Wall - შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს Video Wall -  შესყიდვის მიზნით.

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი 1; 
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის 29ა;
  • სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდისთვის საქართველოს რეზიდენტი ორგანიზაციის მიერ გაცემული, სულ მცირე 1 სარეკომენდაციო წერილი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტექნიკური აღწერილობა: 

  • მწარმოებელი: Philips, LG, Samsung, Panasonic, Sony.
  • Video Wall - 4x4 (16 ერთეული ) 
  • Screen Size -46’-50’ inch
  • Panel resolution: 1920 x 1080p
  • Brightness – minimum 450  cd/m²
  • Viewing angle (horizontal): 178  degree
  • Viewing angle (vertical): 178  degree\
  • Bezel thickness: maximum 3.5 mm
  • Bezel width: maximum Top/Left: 2.35 mm, Bottom/Right: 1.25 mm
  • Connectivity: (minimum)
  • Input HDMI(2), DP, DVI-D, Audio, 
  • Output DP, Audio
  • External Control RS232C In/out, RJ45(LAN) In, IR In
  • Warranty: 3 years

შენიშვნა:

  • Video Wall პროგრამულად საშუალებას უნდა იძლეოდეს, როგორც ერთი მთლიანი გამოსახულების 16-ვე მონიტორზე გაშვებას, ასევე ფორმატირების შემთხვევაში გამოსახულების გაშვებას ეკრანის ნაწილზე.
  • მაგ: ეკრანების განლაგების 4x4 ზე - შემთხვევაში, თუ დაზიანდა ერთი მონიტორი, შესაძლებელი უნდა იყოს ფორმატირება გამოსახულების 4x3 ზე ან 3x3 ზე. 

Video Wall ინსტალაცია/მონტაჟი:

  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მოწოდებული მონიტორების მონტაჟი/ინსტალაცია, სისტემური გამართვა. 
  • ბანკი უზრუნველყოფს სამონტაჟო სივრცის მომზადებას, საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციის აწყობას, რაზეც განთავსდება Video Wall - მონიტორები. 

შეფასება/შერჩევა:

ტენდერის შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების (იხ. „სატენდერო მოთხოვნები“) და წონების მიხედვით. თითოეულ კომპონენტში ტენდერში მონაწილეს, სატენდერო კომისიის მიერ დაეწერება ქულები 1-5 ბალამდე:

ქულები:

Scoring
5:Excellent - ძალიან კარგი
4:Good - კარგი
3:Satisfactory - დამაკმაყოფილებელი
2:Low than Expected - მოლოდინზე დაბალი
1:Unsatisfactory - არადამაკმაყოფილებელი


წონები:
ტექნიკური წინადადება
1 მიწოდების ვადა 20 %
2

ჯამური სატენდერო ფასი (სისტემაში დაფიქსირებული ბოლო ფასი)

80 %

დამატებითი ინფორმაცია:

  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 16 ივლისი 18:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
  • ვაჭრობის ბიჯი: 200 დოლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან
ნინო კუბლაშვილი
მობ: 599 13 23 08
ელ. ფოსტა: n.kublashvili@bog.ge

 

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 ივლისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 200.00 $