ჩაბარების ვადა:

20 ივლისი 2021, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T10158 - სოფლის მეურნეობის ბიზნესებისთვის შესასყიდი საგრანტო ნივთების ფასთა კ(ვ)ოტირება

ტენდერის აღწერილობა:

არასამთავრობო, ჰუმანიტარული, საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში (DRC) იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს სოფლის მეურნეობის ბიზნესებისთვის შესასყიდი საგრანტო ნივთების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე 3 ლოტად (8 დასახელების 780 ცალი ნივთი):

  • LOT 1- მსხილფეხა პირუტყვის საწველი აპარატები
  • LOT 2- მეფუტკრეობის ბიზნესის მოწყობილობები
  • LOT 3- მეფრინველეობის ბიზნესის მოწყობილობები

ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით.  შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპოტირების და ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. შერჩეულმა კომპანიამ ტექნიკის გადაცემა უნდა განახორციელოს ქუთაისის და გორის  მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და ქალაქ თბილისში.

დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ, როგორც ცალ-ცალკე ლოტებზე ასევე, ყველა ლოტზე ერთდროულად.

შესასყიდ ნივთებზე დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში Annex A1 and A2:

  • შემოთავაზების ნომერი: PR_00158934
  • გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 12 ივლისი
  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 20 ივლისი
  • დახურვის დრო: 24:00

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

  • ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
  • დანართი A1- A2 მოთხოვნილი დანადგარების დეტალური სპეციფიკაცია, ფასი დღგ-ს ჩათვლით ლარში- ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
  • მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი.
  • მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი.
  • ხელშეკრულების ზოგადი პირობები - გაეცანით.

ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 20.07.2021, 24:00 და თემის ველში მიუთითოთ შემოთავაზების ნომერი PR_00158934 და კომპანიის დასახელება.

ტენდერის კატეგორია:

  • 16600000 სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები