ჩაბარების ვადა:

20 ივლისი 2021, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T10164 - სხვადასხვა ტიპის ავეჯის ფასთა კ(ვ)ოტირება

ტენდერის აღწერილობა:

ლტოლვილთა დანიის საბჭო იწვევს დაინტერესებულ, რეგისტრირებულ კომპანიებს სხვადასხვა ტიპის ავეჯის ფასთა კ(ვ)ოტირებაზე.

ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით. 

შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპოტირების და ავეჯის მონტაჟის, ასევე ავეჯის გადაცემასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. შერჩეულმა კომპანიამ ავეჯის გადაცემა უნდა განახორციელოს ონის, ქუთაისის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და ქალაქ თბილისში.

შესასყიდ ნივთებზე დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში Annex A1 and A2:

  • შემოთავაზების ნომერი: PR_00158933
  • გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 12 ივლისი
  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 20 ივლისი
  • დახურვის დრო: 24:00

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

  • ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
  • დანართი A1- A2 მოთხოვნილი დანადგარების დეტალური სპეციფიკაცია, ფასი დღგ-ს ჩათვლით ლარში- ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
  • მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი.
  • მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი.
  • ხელშეკრულების ზოგადი პირობები - გაეცანით.

ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 20.07.2021; 24:00 და თემის ველში  მიუთითოთ შემოთავაზების ნომერი PR_00158933 და კომპანიის დასახელება.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ekaterine.gabisonia@drc.ngo

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი