ჩაბარების ვადა:

26 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10198 - ტენდერი ბანკში Ip სატელეფონო მართვის სადგურის განახლების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ ბანკში Ip სატელეფონო მართვის სადგურის განახლების შესყიდვის მიზნით აცხადებს ღია ტენდერს.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ჭანტურიას ქუჩა #14.  შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 26 ივლისის 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომისია, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (ტენდერის დასახელება - Ip სატელეფონო მართვის სადგურის განახლება).

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტებს შეუძლიათ სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭანტურიას ქუჩა #14.

საკონტაქტო პირი: სალომე კახიძე,
მობილური ნომერი: 592-13-35-35,
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1232),
ელ ფოსტა: s.kakhidze@vtb.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე:
სოსო გოლუბიანი,
მობილურის ნომერი: 595 11-77-55 (1420);
ელ. ფოსტა: s.golubiani@vtb.com.ge

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობასა და ინფორმაციას:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

დაინტერესებული პირები, ტენდერთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას შეუძლია გაეცნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vtb.ge/ge/about-the-bank/tenders/130/tenderi-ip-satelepono-martvis-sadguris-ganakhlebis-sheskidvis-shesakheb

ტენდერის კატეგორია:

  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები