ჩაბარების ვადა:

30 მაისი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T102 - ტენდერი პოლიგრაფიულ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება "ლიბერთი ბანკი" აცხადებს ტენდერს პოლიგრაფიული მომსახურების შეძენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული, გააჩნია და სარგებლობს საკუთარი სტამბით), ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე
  • ანგარიშსწორების პირობები
  • ცნობა საგადასახადოდან, დავალიანების არ არსებობის შესახებ
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები


განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე საქონლის შემსყიდველისადმი (თბილისის ტერიტორიაზე) მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.

შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და ტექნიკური პირობები იხილეთ ფასების ცხრილში/ტექნიკურ პირობებში. ტენდერში შესაძლებელია ლოტების მიხედვით გამარჯვებულების გამოვლენა.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თითოეულ პოზიციაზე შემოთავაზებული საქონლის ნიმუში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 მაისი, 2014 წ., 17:00 საათი.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება; საკონტაქტო ინფორმაცია; "სს "ლიბერთი ბანკი"-ს სატენდერო კომიტეტს (ტენდერი პოლიგრაფიული მომსახურების შეძენაზე)".

ადგილმდებარეობა: "ლიბერთი ბანკი", ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162.

დამატებითი შეკითხვებისათვის მიმართეთ:

მარკეტინგის მენეჯერი - ქეთი ნონიაშვილი
ტელ: 595 511811
ელფოსტა: kati.noniashvili@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ