ჩაბარების ვადა:

27 ივლისი 2021, 14:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T10203 - ტენდერი დაცვის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

თბილისი მოლი აცხადებს ტენდერს თბილისი მოლის დაცვის მომსახურების შესყიდვაზე.

სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლი“-ს ტექნიკური მახასიათებლები:

  • კომპანიის ოფისის მდებარეობა: დ. აღმაშენებლის ხეივანი № 213.
  • ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი: მირიან კაკაბაძე.
  • საკონტაქტო ნომერი : 599 885 455.
  • სავაჭრო და გასართობი ცენტრი „თბილისი მოლი“-ს მდებარეობა: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ.
  • მოლის საერთო ფართი შეადგენს დაახლოებით 206,000 კვ.მ., რვა სართულიანი შენობა, რომლის ოთხი სართული მიწისქვეშაავტოსადგომია.
  • ვებ-საიტის მისამართი: www.tbilisimall.ge

მომსახურების გაწევის სახეობა:

  • სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლი“-ს ტერიტორიაზე და შენობაში წესრიგის დაცვა.
  • სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლი“-ს კუთვნილი ქონების დაცვა და გამშვები და შიდა ობიექტის (ხანძარსაწინააღმდეგო) რეჟიმების უზრუნველყოფა.
  • სახანძრო უსაფრთხოების და საგზაო მოძრაობის წესების დაცვის კონტროლი სავაჭრო ცენტრის და მიმდებარე ტერიტორიაზე.

მომსახურების გაწევის ვადა:

  • ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი წელი და დამატებით ერთ წლიანი პროლონგაციით.

სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლი“-ს დაცვის მომსახურების გაწევის ტექნიკური მოთხოვნები:

  • დაცვითი მომსახურების გაწევა ხდება საქართველოს კანონმდებლობის მკაცრ შესაბამისობაში.
  • დაცვითი მომსახურება ითვალისწინებს შემდეგი მოვალეობების შესრულებას:
    - სავაჭრო ცენტრ “თბილისი მოლი“-ს სადღეღამისო დაცვა (დასაცავი ობიექტი);
    - ქონების დაცვა, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლი“-ს (დასაცავი ობიექტი)  ტერიტორიაზე და შენობაში, მატერიალური ფასეულობების შენარჩუნება, ვანდალური ქმედებების ფაქტების აღკვეთა (დაზიანება და განადგურება), მიმართული შიდა და გარე მოწყობილობების და ინვენტარის წინააღმდეგ.
    - ღონისძიებების განხორციელება (მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად) ქურდობის, ქონების დაზიანების და განადგურების აღმოსაფხვრელად და თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული პირების დაკავება, და სამართალდამცავ ორგანოებზე აუცილებელი გადაცემით(მათ შორის ალკოჰოლური სასმელების დალევის და მოწევის ფაქტები), სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა, თავიანთი მოვალეობების შესრულებისას;
    - სასწრაფო სამედიცინო დახმარების (საჭიროების შემთხვევაში), სახანძრო დაცვისა და სხვა საგანგებო რეაგირების სამსახურის გამოძახება.
    - საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლი“-ს მომხმარებლების და თანამშრომლების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით. ხალხის ევაკუაციის პროცესის ხელმძღვანელობა;
    - სავაჭრო ცენტრის დაცვის ტექნიკური საშუალებების სასიგნალო ინფორმაციის შესაბამისად, სათანადო რეაგირების ზომების მიღება;
    - ქალაქ თბილისის შესაბამისი სამსახურების  და სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელების(დამკვეთის) ოპერატიული ინფორმირება ყველა შემთხვევების/სამართალდარღვევების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, გამშვები და შიდა ობიექტის რეჟიმების და ა.შ.) და ბუნებრივი, ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების შესახებ დასაცავ ობიექტზე, და ასევე დამკვეთის ქონების დაცვა ევაკუაციის დროს;
    - სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელების ინფორმირება მორიგეობის პროცესში მომხდარი მოვლენების შესახებ, რომლებიც ეხება დამკვეთის ინტერესს, და გარკვეულწილად გავლენას ახდენს მისი საქმიანობის უსაფრთხოებაზე;
    - არსებული გამშვები პუნქტების გვერდის ავლით მოქალაქეების, ავტოტრანსპორტის არასანქცირებული შემოსვლის აღკვეთა;
    - დასაცავ ობიექტზე ოპერატიული ვითარების მდგომარეობის მონიტორინგი, მესამე პირებისგან უკანონო ქმედებების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შეიცავს ადმინისტრაციული და/ან სისხლის სამართლის დარღვევის ნიშნებს, და აგრეთვე დამკვეთის ქონების დაზიანებას იწვევს;
    - გამშვები და შიდა ობიექტის (ხანძარსაწინააღმდეგო) რეჟიმის უზრუნველყოფა,ობიექტზე, რომლის ქონება არის დაცული, დამკვეთის მიერ დადგენილი და დაცვის კომპანიის ხელმძღვანელთან შეთანხმებული წესების შესაბამისად;
    - საგანგებო სიტუაციის აღმოჩენის შემთხვევაში,სწრაფი რეაგირების ჯგუფის გაგზავნა, გუშაგებისთვის დახმარების გასაწევად.
    - დამკვეთის კონსულტირება და რეკომენდაციების შემუშავება, მისი უფლებების და კანონიერი ინტერესების უსამართლო ქმედებებისგან დაცვის შესახებ;
    - დაცვის თანამშრომლების ქმედებების კოორდინაცია, საგანგებო სიტუაციის განვითარების თავიდან ასაცილებლად და დასაცავ ობიექტზე დამკვეთის ქონების და მატერიალური ფასეულობების დაცულობის უზრუნველყოფა;
    - დამკვეთის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, დაცვის კომპანიის სამორიგეო ნაწილთან, სამართალდამცავი ორგანოების ტერიტორიულ ქვედანაყოფებთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან და ავარიულ-ტექნიკურ სამსახურებთან სადღეღამისო ურთიერთმოქმედება;
  • სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას დაცვის თანამშრომლები აღჭურვილები უნდა იყვნენ:
    - საზაფხულო და ზამთრის ფორმით (განმასხვავებელი ნიშნებით, რის საშუალებით შეიძლება დაცვის თანამშრომლის კომპანიის წევრობის დადგენა),  საფირმო ბეიჯით, გუშაგის სახელის მითითებით;
    - საპეცსაშუალებებით (რეზინის ხელკეტები, ბორკილები, გაზის ბალონები, ჟილეტები და ასე შემდეგ)
    - ელექტრო ფარნებით, ლითონის დეტექტორებით, რაციებით და/ან მობილური კავშირით;
  • სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას დაცვის თანამშრომლებმა უნდა:
    - ფლობდნენ პროფესიონალურ ჩვევებს, იყვნენ თავაზიანები, თავშეკავებულები, მოწესრიგებული გარეგნობით;
    - იცოდნენ დაცვის ტექნიკური საშუალებების დანიშნულება და გამოყენება: ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების, რადიოკავშირის საშუალებების, ლითონის დეტექტორების;
    - იყვნენ მომზადებულები იმოქმედონ საგანგებო სიტუაციის აღმოჩენის დროს (ხანძარი, უცხო ნივთების აღმოჩენა, მძევლაად აყვანა,წყალდიდობა, მიწისძვრა და ა.შ.); დაცვის კომპანიის ადმინისტრაცია იღებს სრულ პასუხისმგებლობას მისი თანამშრომლების მომზადებაზე, დასაცავ ობიექტზე მათი მოვალეობების შესრულებისას, მათ ქმედებებზე, საგანგებო სიტუაციის აღმოჩენისას, მოცემული ობიექტის მოთხოვნების შესაბამისად.
    - იცოდნენ კავშირის საშუალებების გამოყენება, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე და შენობაში შეუწყვეტელი კომუნიკაციის უზრუნველყოფით, მორიგე სმენის თანამშრომლების და დაცვის კომპანიის ოპერატიული მორიგის შორის, რომელიც პასუხისმგებელია დასაცავი ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

მომსახურების გაწევის მოთხოვნები:

  • დაცვითი მომსახურების გაწევის რეჟიმი- სადღეღამისო, ყოველდღე, დასვენების დღეების და დღესასწაულების ჩათვლით;
  • ობიექტის დაცვის მოვალეობების შესასრულებლად არ დაიშვებიან სტაჟიორი გუშაგები.
  • ობიექტის ტერიტორიაზე გამშვები და შიდა ობიექტის რეჟიმების ორგანიზაციას უზრუნველყოფენ დაცვის კომპანიის თანამშრომლები.
  • გამშვები რეჟიმი - ღონისძიებების და წესების ერთობლიობით უზრუნველყოფილი თანმიმდევრობა, რომელიც გამორიცხავს უცხო პირების, ავტოტრანსპორტის უკონტროლო შემოსვლას, და ქონების შემოტანას დასაცავ ობიექტზე ან ობიექტიდან გამოტანას.
  • შიდა ობიექტის რეჟიმი - ღონისძიებების და წესების ერთობლიობით უზრუნველყოფილი თანმიმდევრობა, რომელიც ხორციელდება დასაცავი ობიექტის ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ,  შრომის შინაგანაწესის და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.
  • დაცვის კომპანიის  თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ დებულებები და ინსტრუქციები გამშვები და ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმების შესახებ, სავაჭრო ცენტრის შინაგანაწესი, ობიექტების დაცვის წესები და ინსტრუქციები, დასაცავი ობიექტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების, და საგანგებო რეაგირების საქალაქო სამსახურების ტელეფონის ნომრები.
  • დაცვის საგუშაგოები უნდა დაკომპლექტდეს მორიგეობის გრაფიკის შესაბამისად, დაცვის კომპანიის  მიერ შემუშავებული და სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული დადგენილი წესით. დამკვეთს აქვს უფლება შეამოწმოს დაცვის თანამშრომლების დასწრება ობიექტზე. გამოვლენილი დარღვევები შეფასდება როგორც არასათანადო (უხარისხო) მომსახურება და გამოიწვევს დაცვის კომპანიის  პასუხისმგებლობას (ჯარიმას).
  • დასაცავი ობიექტის კონტროლის სისტემას, საგუშაგოების დისლოკაციას, მარშრუტებს და დაცვის თანამშრომლების რაოდენობას, განსაზღვრავს დაცვის კომპანიის ხელმძღვანელი, დასახული მიზნების ოპტიმალურობიდან გამომდინარე და სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლი“-ს ადმინისტრაციასთან (დამკვეთი) შეთანხმებით.

საგანგებო სიტუაციების აღმოჩენის შემთხვევაში, დაცვის კომპანია უზრუნველყოფს:

  • შესაბამისი საქალაქო სამსახურების და სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლი“-ს ადმინისტრაციის შეტყობინებას;
  • სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაციას;
  • საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციას ან ლოკალიზაციას განვითარების საწყის სტადიაზე;
  • სწრაფი რეაგირების ჯგუფის გამოცხადებას, არანაკლებ 2 დაცვის თანამშრომლის შემადგენლობით და არაუგვიანეს 20 წუთისა საგანგაშო სიგნალის მიღების შემდეგ;
  • დაცვის გაძლიერება საკუთარი ძალების და საშუალებების გამოყენებით, მინიმუმ ორი სადღეღამისო დაცვის საგუშაგოს დამატებით, საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის პერიოდით. ამასთანავე, საგანგებო სიტუაციის აღმოჩენის შემთხვევაში დამატებითი საგუშაგოების დადგმის დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, საგანგაშო სიგნალის მიღების მომენტიდან;

დაცვის კომპანია ვალდებულია:

  • არ გადასცეს მესამე პირებს დამკვეთისგან მიღებული საბუთების ორიგინალები ან ასლები, დამკვეთის წერილობითი თანხმობის გარეშე. პირადად შეასრულოს მოვალეობები (თავისი ძალებით და ქვედანაყოფებით), მესამე პირზე მოვალეობების დაკისრების გარეშე;
  • გაანთავისუფლოს თავისი თანამშრომელი სამსახურიდან  დამკვეთის ობიექტებზე, მისი მოთხოვნით, მოვალეობების არ შესრულების  ან არასათანადოდ შესრულების, უფლებამოსილების გადაჭარბების და უკანონო ქმედების ჩადენის შემთხვევაში;
  • დასაცავი ობიექტის სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა;
  • მომსახურების დაწყების მომენტიდან შეთანხმდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან თანამშრომლობაზე (პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო) დამკვეთის ტერიტორიაზე.
  • დაცვის კომპანიას უნდა ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის დაზღვევა, რათა აუნაზღაუროს დამკვეთს მიყენებული ზარალი შემდეგ შემთხვევებში:
  • დამკვეთის ქონების განადგურება ან დაზიანება ,სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლი“-ს თანამშრომლებს ან მომხმარებლებს სიცოცხლის და ჯანმრთელობის ზიანის მიყენება, ობიექტის დაცვის ნაკისრი მოვალეობების არ შესრულების, ან არასათანადოდ შესრულების შედეგად, მათ შორის ფაქტიური დამნაშავის არ ყოფნის შემთხვევაში, რომლის დაკავება ვერ მოხერხდა;
  • ხანძრის ან სხვა მიზეზების გამო,  თანამშრომლების ბრალით გამოწვეული დაცვის მოვალეობის შესრულების დროს, და ასევე ობიექტის დაცვის ნაკისრი მოვალეობების არ შესრულების, ან არასათანადოდ შესრულების შედეგად;
  • დაცვის კომპანიის, ან დაცვის კომპანიის თანამშრომლების უკანონო ქცევის შედეგად (ქმედება ან უმოქმედობა); 

სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლი“-ს დაცვის მომსახურების გაწევის პირობები, ანაზღაურება და საგარანტიო ვალდებულებები:

  • დაცვის კომპანია უზრუნველყოფს სავაჭრო ცენტრ “თბილისი მოლი“-ს  ხარისხიან მომსახურებას
  • დაცვის კომპანიის მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება საბანკო გადარიცხვით შემდეგი თანმიმდევრობით:
    - სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლი“-ს დაცვის მომსახურების გაწევის შემდეგ, ხელი ეწერება გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტს და იგზავნება  ანგარიში(ინვოისი).
  • გადახდა განხორციელდება 5 დღის ვადაში, გაწეული მომსახურების შესახებ აქტის ხელმოწერის და დაცვის კომპანიისგან ანგარიშის მიღების შემდეგ.
  • გადახდა ხდება მხოლოდ ფაქტიურად გაწეული მომსახურებისთვის, დაცვის კომპანიის მიერ დამადასტურებელი საბუთების მოწოდების საფუძველზე,შეთანხმებული ფორმების მიხედვით(ნუსხა, უწყისი). საანგარიშო პერიოდი არის ერთი თვე.

მოთხოვნები ხელშეკრულებისთვის: 

  • 7 სამუშაო დღის ვადაში, ტექნიკური დავალების მიღების შემდეგ, წარმოგვიდგინეთ სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლი“-ს დაცვის მომსახურების გაწევის ხელშეკრულების პროექტი. კომპანიის მიერ წარმოდგენილ ტიპიურ ხელშეკრულების ფორმას უნდა ჰქონდეს ცვლილებების შეტანის საშუალება, და ასევე დამატებითი შეთანხმებების შეტანის საშუალება, შპს „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტ“-ის პირობებით.

აუცილებელია ხელშეკრულებაში აისახოს:

  • დამატებითი მომსახურება, ძირითად ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მომსახურების გარდა, დაცვის კომპანიის მიერ უნდა იყოს გაწეული, დამკვეთისგან წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ, საგნის და მომსახურების პერიოდის დეტალური აღწერით.
  • მომსახურების გაწევის აუცილებლობის შეტყობინება იგზავნება დამკვეთის მიერ არანაკლებ 3 დღისა, მომსახურების მოწოდების თარიღამდე;
  • სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლი“-ს ქონების დაცულობაზე პასუხისმგებლობა, მისი დაკარგვის, დანაკლისის, ან დაზიანების(და სხვა) შემთხვევაში;
  • მომსახურების გაწევის პროცესში, სახანძრო უსაფრთხოების და შრომის დაცვის წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობა(ჯარიმა);

დავალება:

  • მოცემული ტექნიკური დავალების და მასში ჩამოთვლილი მოთხოვნების საფუძველზე,  და ასევე დასაცავი ობიექტის ადგილზე ფაქტიური თქვენი სპეციალისტების მიერ შესწავლის შემდეგ,  სართულების გეგმების და სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლი“-ს მდებარეობის გეგმის შესაბამისად,  თქვენ აუცილებლად უნდა მოამზადოთ და წარმოგვიდგინოთ, მოცემული დავალების მიღების შემდეგ, 7 სამუშაო დღის ვადაში, ამოცანების თქვენი ხედვა და სავაჭრო ცენტრის დაცვის მოწყობის გადაწყვეტილება, როგორც ფიზიკური ძალებით, ასევე ტექნიკური საშუალებებით.

წინადადება უნდა შეიცავდეს:

  • მომსახურების ტექნოლოგია (როგორ აპირებთ მომსახურების გაწევას).
  • საგუშაგოების ადგილმდებარეობა.
  • ყველა საგუშაგოს სამუშაო გრაფიკი (8 საათი, 24/7, 12 საათი, და აშ.).
  • გუნდის ორგანიზაციული სქემა ტერიტორიაზე.
  • თანამშრომლების რაოდენობის კალკულაცია
  • ყველა ტიპის დაცვის თანამშრომლის (მცველი, ზედამხედველი, უფროსი, და ა.შ.) აღჭურვილობა.
  • ფასის წინადადება კალკულაციით.
  • დამატებითი პერსონალის საათობრივი განაკვეთი.
  • დამატებითი მომსახურება ფასით (სურვილისამებრ).

შემსრულებელი: ნიკოლოზ კომელევი
ტელ.: +995599544112
E-mail: n.komelev@tbilisimall.com 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 27 ივლისი, 14:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში. ქართულ და ინგლისურ ენებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენას.

ტენდერის კატეგორია:

  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    19 ივლისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა