ჩაბარების ვადა:

26 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T10228 - ტენდერი მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს უძრავი ქონება“ აცხადებს ტენდერს მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვაზე.

შემსყიდველი და მისი მმართველობის ქვეშ შემავალი სამართლებრივი სუბიექტებისთვის (შემდგომში „შემსყიდველი“) აცხადებს გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვაზე. 

შენიშვნა: 

  • დანართ N1 ცხრილში მოცემული გვერდების ჯამური რაოდენობები არ არის ზუსტი და არ წარმოადგენს საბოლოო სახელშეკრულებო რაოდენობებს. 
  • ამასთან, შემსყიდველი იტოვებს უფლებას ხელშეკრულება გააფორმოს ერთ ან რამდენიმე მიმწოდებელთან და  ტენდერით განსაზღვრული ჯამური რაოდენობა შესაბამისად გადანაწილდეს ერთ ან რამდენიმე მიმწოდებლზე.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და სს „საქართველოს უძრავ ქონებას“ და მისი მმართელობის ქვეშ შემავალ სამართლებრივ სუბიექტებთან მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდება ინდივიდუალურად.
  • სს „საქართველოს უძრავ ქონების“ მმართველობის ქვეშ შემავალი სუბიექტების ჩამონათვალი იხილეთ დანართი N2-ში

მომსახურების აღწერა, მომსახურების მოცულობის რაოდენობა/მოცულობა:

  • მთარგმნელობითი მომსახურების სახეობები, სათარგმნი დოკუმენტების ჩამონათვალი და წლის ჭრილში სათარგმნი გვერდების მოცულობები მოცემულია დანართ N1-ით განსაზღვრულ ფასების ცხრილში 
  • ფასები და შესაბამისად მოთხოვნილი სპეციფიკაციები გთხოვთ დააფიქსიროთ დანართ N1 -ში
  • შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობები არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცვლილება შეიტანოს მის მიერ ელექტრონული ტენდერით განსაზღვრულ შესყიდვის რაოდენობებში

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

მომსახურების გაწევის (ხელშეკრულების) ვადა:

  • ტენდერის საფუძველზე გამოვლენილ გამარჯვებულ პირ(ებ)თანგაფორმდება ხელშეკრულება 12 თვის ვადით, ხოლო მომსახურების გაწევა მოხდება ეტაპობრივად შემსყიდველის შეტყობინების შესაბამისად. ამასთან, თითოეული სათარგმნი დავალების შესრულების ვადა შეთანხმდება ინდივიდუალურად მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის.. 

მოთხოვნა პრეტენდენტის და მისი პერსონალის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).უპირატესობად ჩაითვლება ტექნიკური დოკუმენტაციის სპეციფიურ პროგრამებში თარგმნის გამოცდილება და შესაძლებლობა (DWG, Archicad, AutoCad) 
  • ასევე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს დადებითი სარეკომენდაციო წერილები გაცემული არაუადრეს 2021 წლისა.
  • კომპანიის მიერ შემოთავაზებულ თარჯიმან(ებ)ს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია, რაც უნდა დასტურდებოდეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტ(ებ)ით (დიპლომი, ან სერთიფიკატი, ან მოწმობა ანდა სხვა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება თარჯიმნის კვალიფიკაცია). პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს იმ თარჯიმანთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელნიც უშუალოდ განახორციელებენს მომსახურებას წინამდებარე ტენდერის ფარგლებში

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ყოველთვიურად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში 

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • შენიშვნა: ფასების ცხრილის სრულყოფილად განფასება არ არის სავალდებულო და შესაძლებელია პრეტენდეტის მიერ მხოლოდ ცალკეული პოზიების განფასება. ამასთან, პრეტენდენტი უფლებამოსილია მიუთითოს სხვა ენებზე თარგმნის შესაძლებლობა და შესაბამისი ტარიფები.
  • კომპანიის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.5 პუნქტის შესაბამისად
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება 12 თვიანი ხელშეკრულება, სადაც დაფიქსირდება ფასები და მომსახურების დეტალები სატენდერო წინადადების შესაბამისად

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში.  ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„შემსყიდველი“უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი  გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 26 ივლისი, 18:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: სალომე სადუნიშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, ყაზბეგის გამზირი N15 
ელ. ფოსტა: ssadunishvili@gre.ge
ტელ.: 599 68 67 82 

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე
მის.: საქართველო, თბილისი, ყაზბეგის გამზირი N15 
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gre.ge
ტელ.: 595 52 33 81

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    23 ივლისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა