ჩაბარების ვადა:

29 ივლისი 2021, 14:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T10249 - ტენდერი 200’000 წყვილ (ანუ 400’000 ცალი) უტალკო (ან მცირე ტალკით) ლატექსის ხელთათმანების შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 26 ივლისი 2021 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს 200’000 წყვილ (ანუ 400’000 ცალი) უტალკო (ან მცირე ტალკით) ლატექსის ხელთათმანების შესყიდვაზე:

დასახელება ზომა შესასყიდი
რაოდენობა

1 წყვილის ფასი
(გადასახადების ჩათვლით)

სულ ფასი
(გადასახადების ჩათვლით)

ლატექსის ხელთათმანი

S

60’000 წყვილი 
(120’000 ცალი)

- ლარი - ლარი

ლატექსის ხელთათმანი

M

100’000 წყვილი
(200’000 ცალი)

- ლარი - ლარი

ლატექსის ხელთათმანი

L

40’000 წყვილი 
(80’000 ცალი)

- ლარი - ლარი
  ჯამური ფასი - ლარი

ძირითადი მახასიათებლები:

არასტერილური ხელთათმანი, უტალკო (ან მცირე ტალკით)  ლატექსი სერტიფიცირებული, არა ალერგიული, მაღალი მგრძნობელობის, მუყაოს კოლოფებით შეფუთული.

მოწოდების ვადა (კალენდარული დღე)

 

შენიშვნა: საქონლის მოწოდების ვადა არ უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეზე მეტი, ხოლო ნიმუშის წარმოდგენა არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ასევე, შესაძლებელია პერიოდული მოწოდება მითითებული ვადის განმავლობაში.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
  • ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობა გაიმართება ჯამურ შესასყიდ რაოდენობაზე, ბიჯის ოდენობა 1500 ლარი;

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • საქონლის შესყიდვა მოხდება ერთჯერადად;
  • ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ნიმუში;
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • წინამდებარე დოკუმენტი შევსებული ცხრილით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დეტალური ინფორმაცია საქონლის შესახებ (მწარმოებლის მიერ გაცემული);
  • საქონლის (ყუთის და ხელთათმანის) ფოტოსურათი;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 29 ივლისი 14:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
  • ვაჭრობის ბიჯი: 1500 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: Ko.Metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    26 ივლისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 1'500.00 ‎₾