ჩაბარების ვადა:

4 აგვისტო 2021, 16:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10280 - ტენდერი გენერატორის ჰაერგამაცივებლის და ჰიდროაგრეგატის ღერძის შემამჭიდროებლის (შლანგი) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს გენერატორის ჰაერგამაცივებლის და ჰიდროაგრეგატის ღერძის შემამჭიდროებლის (შლანგი) შესყიდვაზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • გენერატორის ჰაერგამაცივებლის და ჰიდროაგრეგატის ღერძის შემამჭიდროებლის (შლანგი) შესყიდვა თანდართული ნახაზებისა და დანართი N1-ში მოცემული რაოდენობის შესაბამისად.
  • ტენდერში მონაწილემ უნდა მოახდინოს ნახაზების დაზუსტება მითითებულ მწარმოებელ კომპანიასთან, რომლისგანაც შეძენილია გენერატორი. ტექნოლოგიურ ნახაზებს აღნიშნული კომპანია აწვდის მხოლოდ მისი შეკვეთის დამამზადებელ ქარხნებს, ამიტომაა საჭირო რომ თავად გამოართვათ ნახაზები. დაზუსტებული ნახაზები უნდა წარედგინოს დამკვეთს განფასებასთან ერთად და დაგვიდასტუროთ რომ მოწოდებული მასალა ნამდვილად მიესადაგება აღნიშნულ გენერატორს.
  • JSC Turboatom - PJSC "Turboatom" - Company

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.
  • ფასები წარდგენილი უნდა იქნას ლარში, ტრანსპორტირების, დამატებითი ღირებულების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა ჩათვლით.

საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში. ასევე განიხილება თქვენი შემოთავაზებული ვადაც.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი:
  • ჟინვალ ჰესი, დუშეთი, დაბა ჟინვალი.

საგარანტიო ვადა:

  • პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს გენერატორის ჰაერგამაცივებლის და ჰიდროაგრეგატის ღერძის შემამჭიდროებლის (შლანგი) საგარანტიო ვადები. 
  • საგარანტიო პერიოდის მანძილზე პრეტენდენტი უზრუნველყოფს სათადარიგო ნაწილების მოწოდებას ან ახალი მოწყობილობით ჩანაცვლებას საგარანტიო პირობების ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო პირობების გათვალისწინებით მოხდება რაიმე ხარვეზის აღმოფხვრა ან მასალის/მოწყობილობის ჩანაცვლება, მაშინ ასეთ საქონელზე ახალი საგარანტიო პერიოდი/პირობები იქნება გათვალისწინებული.
  • საგარანტიო ვადა და პირობები ძალაში შედის მონტაჟის შემდგომ.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
  • პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება  უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
  • ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ - კომპანიის ზოგადი აღწერა, თანამშრომლების რაოდენობა, პროექტის შესრულებაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობა და კვალიფიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, მოთხოვნის მიხედვით;

გამოცდილება:

  • შესრულებული სამუშოაების ზოგადი ჩამონათვალი: ბოლო 3 წლის მანძილზე მსგავსი პროექტების ჩამონათვალი (დასრულებული და მიმდინარე);
  • სარეკომენდაციო წერილი - მინიმუმ 3 (მოთხოვნის საფუძველზე); 

შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა:

  • შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებას იტოვებს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ ხარისხის შემოწმების მიზნით განახორციელოს ვიზიტი პრეტენდენტის საწარმოში.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1);
  • შემოთავაზებული საქონელზე მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი/ნიმუში);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • ქარხნის/საწყობის მისამართი.

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა: 2021 წლის 4 აგვისტო, 16:00 საათი.
წინადადების წარმოდგენის ფორმა: ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით 
შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 4 აგვისტო, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ბათალბეგ გაჩეჩილაძე 
ტელ: 591400288

შესყიდვების წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: ნინო მურაჩაშვილი
მის.: თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: nmurachashvili@grpc.ge
ტელ.: 577 35 00 96

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: 599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 აგვისტო 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა