ჩაბარების ვადა:
3 აგვისტო 2021, 18:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T10295 - ტენდერი მინი კომპიუტერი (Mini PC) შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს მინი კომპიუტერი (Mini PC)- - შესყიდვის მიზნით.
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი 1;
- პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
- ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
სატენდერო მოთხოვნები:
- მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის 29ა;
- სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდისთვის საქართველოს რეზიდენტი ორგანიზაციის მიერ გაცემული, სულ მცირე 1 სარეკომენდაციო წერილი.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 3 აგვისტო 18:00 სთ.
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
- ვაჭრობის ბიჯი: 300 დოლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის ფარგლებში ბანკის საკონტაქტო პირი:
ნინო კუბლაშვილი
მობ: 599 13 25 08
ელ. ფოსტა: n.kublashvili@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები