ჩაბარების ვადა:

29 იანვარი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1034 - ტენდერი APC UPS-ების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “საქართველოსბანკი” აცხადებს ტენდერს APC UPS-ების მომსახურებაზე:

საქონლის დასახელება:

Name Model
Symmetra PX 80KVA / 80KW SYCF80KH
Symmetra PX 40KVA / 40KW SYCF40KH
Symmetra PX 40KVA / 40KW SYCF40KH
Symmetra PX 160kVA / 160kW (80 kW) W) S

მიმწოდებელი ვალდებულია:

  • განახორციელოს ობიექტებზე არსებული უწყვეტი კვების წყაროების გეგმიური შემოწმება წელიწადში ორჯერ მაინც.
  • დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გაუწიოს ბანკს სრულყოფილი სატელეფონო კონსულტაცია.
  • საეჭვო ან/და ავარიული სიტუაციების არსებობისას უზრუნველყოს ობიექტზე მისი სპეციალისტების მისვლა და აღმოჩენილი პრობლემის აღმოფხვრა შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
    - სპეციალისტების გამოცხადება ობიექტზე უნდა განხორციელდეს ბანკიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 საათში
    - სპეციალისტების მიერ პრობლემის დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს ობიექტზე მისვლიდან არაუგვიანეს 1 საათში.
    - სპეციალისტების მიერ პრობლემის აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს დიაგნოსტიკიდან არაუგვიანეს 5 საათში.
    - რეაგირებისათვის განკუთვნილი დროის მაქსიმალური გადაცილება განისაზღვროს 10%-ით.
  • თითოეულ საეჭვო ან/და ავარიულ სიტუაციასთან დაკავშირებით მიმწოდებელი უზრუნველყოფს ბანკისათვის შესაბამისი რაპორტის მიწოდებას, სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი არსებული დაზიანების აღმოფხვრის გზები და მეთოდები და რეკომენდაციები სამომავლოდ მსგავსი ავარიული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. რაპორტის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შემოწმების ჩატარების/პრობლემის აღმოფხვრის განხორციელებიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში.
  • მომწოდებელმა უნდა შემოგვთავაზოს 1 წლის მანძილზე გაწეული მომსახურების წლიური ფიქსირებული საფასური.

ბანკი ვალდებულია:

  • დროულად უზრუნველყოს მიმწოდებლისათვის შეტყობინების მიწოდება ობიექტზე გამოვლენილი საეჭვო ან/და ავარიული სიტუაციების შესახებ;
  • მიმწოდებლის მიერ გაგზავნილი სპეციალისტები დაუბრკოლებლად დაუშვას ობიექტზე;
  • ავარიული სიტუაციების შესახებ მიმწოდებელს შეტყობინება მიეწოდება ელ. ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ობიექტებზე განთავსებულ უწყვეტი კვების წყაროების გეგმიური ან/და ბანკის გამოძახების საფუძველზე შემოწმების ჩატარებისას დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, დაზიანებული ნაწილების გამოცვლა განხორციელდება ბანკში არსებული სარეზერვო მასალებით. მასალების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს დაზიანებების აღმოსაფხვრელად მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) საბანკო დღის ვადაში მიაწვდის ბანკს, ხოლო შემდგომ ობიექტზე გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით პერიოდულად დამატებით აცნობებს ბანკს საჭირო მასალის ჩამონათვალს.
  • თუ ბანკს არ აღმოაჩნდა დაზიანებების აღმოსაფხვრელად შესაბამისი დეტალი, ბანკი უზრუნველყოფს მის შეძენა/მიწოდებას მიმწოდებლისათვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ლევან ჯიქია +995 (577) 474484

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 14 იანვრიდან - 2016 წლის 29 იანვრის ჩათვლით.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 1 (ერთი) წლის ვადით
  • თანხისგადახდამოხდებაშეთანხმებისმიხედვით;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ.
  • გთხოვთ ერთეულის ფასი მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში “შეკითხვები შემსყიდველს”.
  • განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 29 იანვარი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის APC UPS-ების შესყიდვაზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=506&lang=geo