ჩაბარების ვადა:

20 აგვისტო 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10372 - ფასთა გამოკითხვა საბურავის დისკების გაყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

Rich Metals Group აცხადებს ფასთა გამოკითხვას საბურავის დისკების გაყიდვაზე.

  • გასაყიდი პროდუქცია - ჰოვოს კამერიანი საბურავის მეტალის დისკი R 20 (ნარჩენი რესურსი 95%-იანი)
  • რაოდენობა - 222 ცალი
  • ფოტომასალა იხილეთ დანართში #2
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 20.08.2021, 18:00 საათი

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის შესყიდვას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული ან რუსული
  • შეთავაზებული ფასი
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასწარმოქმნის მექანიზმი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • ფასი;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ნტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • ომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი: ლილე პირველი
Т +995 579 552 051 

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები