ჩაბარების ვადა:

20 აგვისტო 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10389 - ტენდერი აკუმულატორების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ტენდერს.ჯი" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ტენდერს აკუმულატორების შეძენაზე - 900 ცალი.

აკუმულატორების ტექნიკური მოთხოვნები:

  • 3.6V, 2200mAh, 7.92Wh-ის სიმძლავრის Lithium-Ion-ის აკუმულატორი (max discharge current: 4A continuous, 6A for 1 sec), განმუხტვა/დამუხტვის ციკლი 300 ან მეტი.
  • რეკომენდირებული ბრენდია Minmax, თუმცა პრეტენედნტებმა შეიძლება წარმოადგინონ იგივე ტექნიკური მახასიათებლების სხვა ბრენდის პროდუქცია.
  • მოდელის ზომები უნდა იყოს 67 მმ სიგრძე, 18 მმ დიამეტრი, დასაშვები ცდომილება ზომებში 2-3 მმ.

მნიშვნელოვანია! შემოთავაზებული პროდუქციის წარმოების თარიღი, რომელიც აგრეთვე მითითებული უნდა იყოს თითოეულ მოდელზე, არ უნდა იყოს 2021 წლის აგვისტოზე ადრე და პროდუქციის საგარანტიო ვადა შეადგენდეს 1 წელს/12 თვეს!

განცხადების მნიშვნელოვანი პირობები:

  • განიხილება შემდეგი ბრენდები: Minmax, ან ნებისმიერი სხვა ბრენდი იგივე ტექნიკური მახასიათებლებით;
  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება 3 თვის ვადით;
  • საქონლის შესყიდვა მოხდება ერთჯერადად, სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში;
  • კომპანიამ უნდა მოახდინოს განცხადებით გათვალისწინებული სრული რაოდენობის შეთანხმებულ ვადებში მოთხოვნის შესაბამისად მოწოდება;
  • ანგარიშსწორება მოხდება საქონლის მოწოდების შემდეგ 3 სამუშაო დღის განმავლობაში;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს საქონლის ტრანსპორტირების და მიწოდების ხარჯებს თბილისის მასშტაბით.
  • პრეტედენტებმა ტექნიკურ მახასიათებლების აღწერილობასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემოთავაზებული საქონლის ნიმუშის სურათი და ზომების აღწერილობა.
  • პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზებული საქონლის MAF (Manufacturer Authorised Form).
  • შემოთავაზებული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდესკანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • შერჩეულმა პრეტენდენტებმა საქონლის მიწოდებისას უნდა წარმოადგინოს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი.
  • პრეტედენტს უნდა გააჩნდეს მსგავსი საქმიანობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

  • წინამდებარე დოკუმენტი შევსებული სახით, დაბეჭდილი და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, დასკანერებული PDF ფორმატში;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • MAF (Manufacturer Authorised Form);
  • დანართი N1;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა გთხოვთ წარმოადგინოთ განცხადებით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი 2021 წლის 20 აგვისტომდე (18:00 საათი) ელ. ფოსტის შემდეგ მისამართებზე: Sh.kankava@gmail.com; gogoladzen@yahoo.com
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

საკონტაქტო პირი:
შალვა კანკავა
ტელ: 577 484 525
ელ. ფოსტა: Sh.kankava@gmail.com; gogoladzen@yahoo.com

ტენდერის კატეგორია:

  • 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები