6 სექტემბერი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT10490 - ტენდერი სტაციონარული წყაროდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე (დამაბინძურებელი) ნივთიერებათა გაფრქვევის უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის სისტემის პროექტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შ.პ.ს. "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ტენდერს სტაციონარული წყაროდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე (დამაბინძურებელი) ნივთიერებათა გაფრქვევის უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის სისტემის პროექტირებაზე.
სამუშაოს სპეციფიკაცია:
- სტაციონარული წყაროდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე (დამაბინძურებელი) ნივთიერებათა გაფრქვევის უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის სისტემის პროექტირება;
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- ტექნიკური დავალება. (დანართი #1)
- ინფორმაციისთვის, პროექტისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა (დანართი #2):
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №192
- საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
შ.პ.ს. "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია პროექტის მოწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 06 სექტემბერი, 17:00 საათი.
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი (24/08-GIEC/EMSP-21); - წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
შალვა გოგოლაძე
ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
როლანდ მუზაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 591 916 585
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები