ჩაბარების ვადა:

13 სექტემბერი 2021, 14:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10496 - ტენდერი ტრანსფორმატორების დიაგნოსტირება / შემოწმებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 13 სექტემბერი, 14:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ტრანსფორმატორების დიაგნოსტირება / შემოწმებაზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ტრანსფორმატორების შემოწმების მომსახურების შესყიდვა მოცემული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად.

მოწყობილობის ელექტრული გაზომვები და ზეთის ქიმიური ანალიზი:

  • გრაგნილის საიზოლაციო მახასიათებლის შემოწმება მუდმივი დენის მიმართ, მეგაომმეტრით (მიღებულ შედეგებზე დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაბამისი სფეროს აკრედიტაციის მქონე პირის მიერ);
  • გრაგნილის ომიური წინაღობა მუდმივი დენის მიმართ, ძაბვის საფეხურის გადამრთველის ყველა მდგმომარეობაში (მიღებულ შედეგებზე დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაბამისი სფეროს აკრედიტაციის მქონე პირის მიერ);
  • ტრანსფორმატორის კოეფიციენტის შემოწმება, ძაბვის საფეხურის გადამრთველის ყველა მდგომარეობაში (მიღებულ შედეგებზე დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაბამისი სფეროს აკრედიტაციის მქონე პირის მიერ);
  • ზეთის მახასიათებლების შემოწმება (მიღებულ შედეგებზე დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაბამისი სფეროს აკრედიტაციის მქონე პირის მიერ). ქიმიური შემოწმება უნდა ჩატარდეს შემდეგი სტანდარტების მიხედვით.
    - გამრღვევი ძაბვა (ГОСТ 6581-75)
    - ტენშემცველობა (ГОСТ 7822-75)
    - მჟავური რიცხვი (ГОСТ 5985-79)

შენიშვნა: ტენდერში მონაწილემ უნდა განაფასოს დანართ №1-ში ჩამოთვლილი ყველა პუნქტი.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილე კომპანიის უნდა გააჩნდეს შესაბამისი აკრედიტაციის სერთიფიკატი, ტრანსფორმატორების ტესტირების განხორიცელების შესაძლებლობაზე
  • დამატებითი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამკვეთის წარმომადგენელი უფლებამოსილია დაესწროს ტრანსფორმატორის შემოწმების პროცესს. ტრანსფორმატორის ზეთის შემოწმების მიზნით, სინჯების აღება უნდა მოახდინოს შემსრულებელმა.
  • ტრანსფორმატორების საერთო რაოდენობა და ტიპები წარმოდგენილია დანართში №2

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ში მოცემული ფასებით ცხრილის შესაბამისად.

მომსახურების/სამუშაოს შესრულების(ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულება ძალაში იქნება გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში. მომსახურების დაგეგმვა განხორციელდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
  • შესასრულებელი მომსახურების ვადები წარმოდგენილი უნდა იქნას განფასებასთან ერთად. კონკრეტული ვადების დადგენა განხორციელდება დამკვეთისა და შემსრულებელს შორის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე.

სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. ტრანსფომატორების ლოკაციები წარმოდგენილია დანართი N2-ში

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან  და მომსახურების ინვოისის წარმოდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით (პუნქტი 1.2 და 1.3);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატი ტრანსფორმატორების ტესტირების განხორიცელების შესაძლებლობაზე, რომლის მოქმედების ვადაც უნდა იყოს არანაკლებ ერთი წელი. 
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რის დასტურადაც წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP),  შორის გაფორმდება მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებებები ინდივიდუალურად, წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 13 სექტემბერი, 14:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: ია ჟიჟიაშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: izhizhiashvili@gwp.ge
ტელ.: 598 373431

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: 599 505 067

ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები:
ბ-ნ გია ჩხარტიშვილი - 599 105 561
ბ-ნ ირაკლი დოხნაძე - 551 701 370

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 სექტემბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა