ჩაბარების ვადა:

14 სექტემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T10583 - მონაცემთა გაჟონვის პრევენციის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ტენდერს მონაცემთა გაჟონვის პრევენციის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის მომსახურების შესყიდვაზე.

ამოცანა:

  •  მონაცემთა გაჟონვის პრევენციის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ტექნიკური დავალება. აღნიშნული ტექნიკური დავალება მიზნად ისახავს ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრის“ (შემდგომში - ცენტრი) მონაცემთა გაჟონვის პრევენციის პროგრამული უზრუნველყოფის (შემდგომში - სისტემა/პროგრამული უზრუნველყოფა) დანერგვას.

DLP-ის დანერგვის დანერგვის მიზანი:

  • ცენტრის მიერ, მონაცემთა გაჟონვის პრევენციისათვის, უკვე შეძენილი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა ცენტრის ქსელური პერიმეტრის საზღვრებიდან და სამუშაო სადგურებიდან (endpoint) გამომავალ ინფორმაციულ ნაკადზე კონტროლისათვის.
  • სისტემის დანერგვის მიზანია ინფორმაციულ უსაფრთხოების პოლიტიკების დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა, ინფორმაციის კონტროლის ორგანიზება, ცენტრის საქმიანობისთვის ზიანის მომტანი ინფორმაციის გავრცელების არიდება, კონფიდენციალური მონაცემების არაკონტროლირებადი გავრცელების შემთხვევების გაფრთხილება და გამოვლენა.

მონაცემთა გაჟონვის პრევენციის პროგრამული უზრუნველყოფა:

  • ცენტრის მიერ უკვე შეძენილია მონაცემთა გაჟონვის პრევენციის პროგრამული უზრუნველყოფა - MFE Total Protection for DLP, 1 წლიანი მწარმოებლის მხარდაჭერით.

დანერგვის ფარგლებში შემსრულებელის ვალდებულება:

  • ცენტრის მიერ უკვე შეძენილი DLP პროდუქტის ინსტალაციას სატესტო გარემოში;
  • ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პოლიტიკების და კონფიგურაციების იმპლემენტაციას სატესტო გარემოში და მათ ტესტირებას;
  • ტესტირებების და დამკვეთის დასტურის შემდეგ, პროდუქტის სერვერული ნაწილის ინსტალაციას პროდუქტიულ გარემოში;
  • DLP პროდუქტის Endpoint-ების ინსტალაცია და გამართვა (Microsoft Windows, MacOS, Linux). ჯამური რაოდენობა 60 ცალი;
  • ცენტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციული აქტივების კლასიფიკაციის მიხედვით, ინფორმაციული აქტივების ე.წ. „ტაგირება“;
  • ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის საფუძველზე DLP-ის შესაბამისი პოლიტიკების და კონფიგურაციების დანერგვა პროდუქტიულ გარემოში;
  • საჭიროების შემთხვევაში ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის საფუძველზე DLP-ის შესაბამისი პოლიტიკებში ცვლილებების შეთავაზება და ცენტრის მხრიდან თანხმობის გაცემის შემთხვევაში მათი დანერგვა;
  • შეტყობინებების კონფიგურაცია;
  • ხელსაწყოთა პანელის ე.წ. დაშბორდების და ცენტრის მიერ მოთხოვნილი რეპორტების შემუშავება და კონფიგურაცია
  • სრულყოფილი ფუნციონალური ტესტირებების ჩატარება და ცენტრის მომსახურე აუთსორსინგულ კომპანიაზე გადაბარება;
  • ცენტრის და ცენტრის მომსახურე აუთსორსინგული კომპანიის თანამშრომლების ტრეინინგი და ცოდნის ამაღლება.

დამატებითი მოთხოვნები:

  • სისტემის დანერგვის პროცესი და შემდგომ მისი სამუშაო პროცესებში ინტეგრაციამ ზეგავლენა არ უნდა იქონიოს სხვა სისტემების და ზოგადად ცენტრის სამუშაო პროცესის გამართულ მუშაობაზე;
  • შემსრულებლის მიერ სისტემის მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს დანერგვის დასრულებიდან არა ნაკლებ 1 თვის განმავლობაში;
  • DLP-ის გადაწყვეტილების დანერგვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს;
  • დარეგვისათვის, შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს დანერგვის გეგმა და მან უნდა განახორციელოს პროექტის მიმდინარეობის და ჩატარებული სამუშაოების ყოველთვიური ანგარიშია ცენტრისათვის მიწოდება (რეპორტინგი)

გამოსაგზავნი/ასატვირთი მასალები:

  • წინადადება ინვოისის სახით კომპანიის ბეჭდით დამოწმებული ლარში.
  • საქართველოში McAfee-ს ოფიციალურ პარტნიორობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან მწარმოებლის ვებ გვერდის შესაბამისი ბმული;
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მინიმუმ ერთი შესრულებული პროექტის (შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის მიმართულებით) დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ხელმოწერილი ხელშეკრულება (ფინანსური ნაწილის გარეშე), მიღება-ჩაბარების აქტი ან სარეკომენდაციო წერილი.

შენიშვნა:

  • დამატებით დანართების სახით წარმოდგენილია ცენტრის არსებული ინფორმაციული აქტივების ჩამონათვალის და შესაბამისი პოლიტიკების შაბლონები, რომლის მიხედვით სრულად შევსებული დოკუმენტები გადაეცემა შემსრულებელს, კონტრაქტის დადების შემთხვევაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 14 სექტემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი ნიკოლოზ მინდიაშვილი:
საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი: nmindiashvili@tpl.ge
მობ: 591 404046

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    8 სექტემბერი 2021 დრო 13:30
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა