ჩაბარების ვადა:

15 სექტემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10595 - ტენდერი A4 ქაღალდისა და ლაზერის ქაღალდის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს A4 ქაღალდისა და ლაზერის ქაღალდის შესყიდვაზე დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) შესაბამისად;

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1)  მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფომებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ახალი დისპენსერების (ქაღალდის) განთავსება.
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე, შეკვეთის მიღებიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში;

შენიშვნა:

  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
  • კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლისა და თანმდევი მომსახურების შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 15 სექტემბერი 18:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს  მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge
  • ამავე მეილიდან, კლინიკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე; 557 109 026

ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:

  • მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ.N12/ ლუბლიანას ქ. N66; შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“
  • გამარჯვებული კომპანიის ნიმუშები შეინახება კლინიკის საწყობში და დადარდება ყოველ ჯერზე მოწოდებულ პროდუქციასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები

დოკუმენტაცია