ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T10612 - ტენდერი საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკის“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო ქაღალდის შესყიდაზე ფასების ცხრილის (დანართი #1)-ის შესაბამისად; 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) -ის მიხედვით;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად  შემდეგ მისამართებზე:
    - თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N 74, სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო შენობა;
    - ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, ბანკის აეროპორტის მიმდებარე სასაწყობე ფართი;
    - ქ. სამტრედიაში მდებარე ბანკის გამანაწილებელ პუნქტში ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე;
  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე: ყოველთვიური საერთო შეკვეთის მიღების შემთხვევაში 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ყოველდღიური შეკვეთების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. გეგმიური მიწოდება უნდა განხორციელდეს  3.1 პუნქტში მითითებულ მისამართებზე;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლები:

  • გრამაჟი (გრ/მ2) - არანაკლებ 75 გრ;
  • სითეთრე (CIE) Wcbg (ულტრაიისფერი სხივების გათვალისწიებით) - არანაკლებ 142%;
  • გაუმჭირვალობა - არანაკლებ 92%;
  • სიკაშკაშე – არანაკლებ 88%;
  • შეკვრაში ფურცლების რაოდენობა - 500;
  • ფორმატი -A4;
  • ქაღალდი განკუთვნილი უნდა იყოს ლაზერული პრინტერებისთვის, ჭავლური პრინტერებისთვის, ასლგადამღები აპარატებისთვის და ორმხრივი ბეჭდვისთვის.

ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:

  • მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 20 სექტემბერი, 17:00 საათი. 
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს  მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge; 
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე; 

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200;

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა