ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T10616 - კასპის ქარხანაში კავთისხევის კარიერის დამაკავშირებელ გზაზე არსებული მდ. ლეხურის და მდ. მტკვრის ხიდების დაზიანებების აღმოფხრის პროექტირებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ჰაიდელბერგცემენტს აცხადებს ფასთა გამოკითხვას კასპის ქარხანა - კავთისხევის კარიერის დამაკავშირებელ გზაზე არსებული მდ. ლეხურის და მდ. მტკვრის ხიდების დაზიანებების აღმოფხრის პროექტირება.

ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფი არის ერთერთი ლიდერი კომპანია მსოფლიოში ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე და საქართველოში წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხვილ მწარმოებელს. მსოფლიოს მაშტაბით კომპანიას ყავს 60,000 დასაქმებული 60-ზე მეტ ქვეყანაში. მეტი ინფორმაცია ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: www.heidelbergcement.com

ჰაიდელბერგცემენტი გეგმავს კასპის ქარხანა - კავთისხევის კარიერის დამაკავშირებელ გზაზე არსებული მდ. ლეხურის და მდ. მტკვრის ხიდების დაზიანებების აღმოფხვრას. დაზიანებები გამოვლენილია ხიდების გეგმიური გამოკვლევების შედეგად ავტორიზებული კომპანიის მიერ. დაზიანებების სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროა მომზადდეს ხიდების რეაბილიტაციის პროექტი ხიდების გამოკვლევების ანგარიშის საფუძველზე, რის მიხედვითაც გამოცხადდება ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე. ამასთან დაკავშირებით კომპანია ირჩევს კონტრაქტორს ხიდების რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად.

ხიდების რეაბილიტაციის პროექტი უნდა მომზადდეს შემდეგ პუნქტებზე:

  • ლეხურის ხიდი:
  • რეაბილიტაციას საჭიროებს ხიდის სავალი ნაწილის ასფალტბეტონის საფარი სადეფორმაციო ნაკერებში.
  • რეაბილიტაციას საჭიროებს სანაპირო ბურჯებზე მოწყობილი ანტისეისმური ტუმბოების ბეტონის დამცავი შრე.
  • აღსადგენია რკინაბეტონის პარაპეტების ბეტონის დამცავი შრე.
  • რეაბილიტაციას საჭიროებენ ხიდთან მისასვლელი ყრილები.

მტკვრის ხიდი:

  • ფორმირება ჭირდება #4 სანაპირო ბურჯის მისასვლელ ყრილს.
  • საჭიროა სავალი ნაწილის ფილის დამცავი ფენის აღდგენა-რეაბილიტაცია.
  • აღდგენა-რეაბილიტაციას საჭიროებს #1 და #4 ბურჯთან მისასვლელი დატალღულ-ჩავარდნილი ასფალტბეტონის ფენილი გადასასვლელი ფილის ფარგლებში.
  • საჭიროა ხიდის #1 სანაპირო ბურჯის გადასასვლელი ფილის და ბრთის შორის ჩანგრეული საფალტბეტონის აღდგენა-რეაბილიტაცია.
  • რეაბილიტაციას საჭიროებს ხიდის სავალი ნაწილის ასფალტბეტონის საფარი სადეფორმაციო ნაკერებში.

სამუშაოს შესასრულებისას საპროექტო კომპანიის თანამშრომელთა უზრუნველყოფა ინდუვიდუალური დაცვის საშუალებებითა და სამუშაო იარაღით არის შემსრულებელი ორგანიზაციის ვალდებულება. ასევე შემსრულებელი ორგანიზაციის ვალდებულებაა უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება ჰეიდელბერგცემენტისა და ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით.

სამუშაოების შესრულების ადგილი: ქ. კასპი, კასპის ცემენტის ქარხანა.

სამუშაოების შესრულების ვადა: 30.10.2021-მდე

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ვებ საიტზე: https://easysupply.bravosolution.com/web/login.html, რეგისტრაციის გავლის შემდგომ აუცილებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირება.

სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 20 სექტემბრამდე:
ივა პატარაია 
ელ.ფოსტა: ivane.pataraia@heidelbergcement.ge
მობ: +995 595 88 09 98
ტელ: +995 322 474747

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები