ჩაბარების ვადა:

12 ოქტომბერი 2021, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T10623 - ტენდერი პრინტერების შესყიდვის / მომსახურების და ბეჭდვის (Printer Management Software) პროგამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეთავაზებების წარდგენის განახლებული ვადაა 2021 წლის 12 ოქტომბერი, 16:00სთ.

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.  „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.  „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს პრინტერების შესყიდვის / მომსახურების და ბეჭდვის (Printer Management Software) პროგამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე.

ძირითადი მოთხოვნები:
ბანკი განიხილავს შესყიდვის ორ სქემას: 

  • პრინტერების და მათთან თავსებადი Printting Management Software შესყიდვა. 
  • პრინტერების, Printer Management Software  და პრინტერების მომსახურების, სახარჯი მასალებით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა. 

Printing Management Software -ის მიმართ ძირთადი მოთხოვნები:

  • პრინტერებიდან დაბეჭდვა უნდა მოხდეს მხოლოდ პრინტერზე ბარათის ავტორიზაციის შემდეგ  ( სისტემის ბარათის წამკითხველი უნდა კითხულობდეს  პაქსტონის 125 კჰ ბარათებს ).
  • პროგრამის საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს  მომხმარებელბის და ბართების აღრიცხვა, ბარათებზე უფლებების მინიჭება, დაბეჭდილი / დაკოპირებული / დასკანირებული  მასალის აღრიღცვა, თითოეული მომხმარებლემა რამდენი და რა დოკიმენტი დაბეჭდა, (სპეციფიკაციაში მიუთითეთ სად იქნება შესაძლებელი მიღებული ინფორმაციის შენახვა).
  • მთლიანი სისტემა უნდა იმართებოდეს ერთი პროგრამით.
  • შორტ ლისტში მოხვედრილმა კომპანიებმა უნდა მოგვაწოდონ პროგრამის და პრინტერის (ერთ კონკრეტული მოდელი) სატესტო ვერსია რომლის გატესტვა უნდა მოხდეს მინ. 1 თვის განმავლობაში  
  • ტენდერში მონაწეილე კომპნიამ უნდა მოგვაწოდოს MAF -ი / ოფიციალური დისტრიბუტორის წერილი
  • იუზერების რაოდენობა - 300-400. 
  • თუ ფასის დადგენისთვის საჭირო არის დამატებით ინფორმაცია კონვერტების ჩაბარებამდე დაინტერსებულ კომპანიას შეუძლია მოგვაწოდოს დამატებითი  კითხვარი რომელიც შეივსება ბანკის მიერ.
  • პრინტერების ძირითადი მოთხოვნები (გარდა ფასების ცხრილში მოცემული ინფორმაციისა)
  • პრინტერის სპეციფიკაციასთან ერთად მოგვაწოდეთ ეკო სერტიფიკატი ან ენერგიის მოხმარების რომელიმე კლასის დამადასტურებელი საბუთი (Energy star / A + ან სხვა ) / პრიორიტეტი მიენიჭება დაბალი ელ. ენერგიის მოხმარების მქონე პრინტერებს. 
  • საგარანტიო ვადის განმავლობაში მომსახურე სერვის ცენტრის დასახელება 
  • Maf / ოფიციალური დისტრიბუტორის წერილი 
  • სახარჯი მასალების მიწოდების და პრინტერების ტექნიკური მომსახურების სერვისთან დაკავშირებული მოთხოვნები   
  • სახარჯ მასალებს  (კარტრიჯებს) უნდა ჰქონდეთ ეკო ან ექსპლუატაციის დროს  ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოების  დამადასტურებელი საბუთი (პრიორიტეტი მიენიჭება GREENGUARD Certification Program For Chemical Emissions For Building Materials, Finishes And Furnishings -სერტიფიკატის მქონე პროდუქციას )
  • ქაღალდი პრიორიტეტი მიენიჭება 100% გადამუშავებული მასალისგან დამზადებულ ქაღალდს , ასეთს არ არსებობის შემთხვევაში ქაღალდს აუცილებლად  უნდა ჰქონდეს -  FSC სერტიფიკატი. 
  • სერვისის მიწოდების ადგილი: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, 
  • თუ ფასის დადგენისთვის საჭირო არის დამატებით ინფორმაცია კონვერტების ჩაბარებამდე  დაინტერსებულ კომპანიას შეუძლია მოგვაწოდოს დამატებითი  კითხვარი რომელიც შეივსება ბანკის მიერ.

ტენდერი შედგება სამი ლოტისგან მონაწილეს შეუძლია წარადგინოს ფასი: 

  • სამივე ლოტისთვის ერთდროულად
  • მხოლოდ ლოტი N 1 და ლოტი N 3 - პრინტერის შესყიდვა და პრინტერებთან თავსებადი Printting  Management სისტემის შესყიდვაზე. 
  • მხოლოდ ლოტი N 2 და ლოტი N 3 - პრინტერის შესყიდვა და პრინტერებთან თავსებადი Printting Management სისტემის და სერვისის / სახარჯი მასალების სერვისის მიწოდების შესყიდვაზე. 
  • მხოლოდ ლოტი N 1 -ზე ამ შემთვევაში შემოთავაზებული პროდუქცია უნდ აიყოს თავსებადი ბანკში არსებული Paper Cut-ის სისტემასთან და მონაწილემ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინტეგრაცია

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი  

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);  
  • ხელმოწერილი ფასების ცხრილი; (იხ.თანდართულ ფაილი);  
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • MAF / ოფიციალური დისტრიბიუტორის წერილი 
  • ამონაწერი კრედიტ ინფოს ბაზიდან 
  • შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები 

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა:  12 ოქტომბერი 2021 წელი 16:00 საათამდე
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში;
  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება). 

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტის.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 599287471
E-mail: tenders@procreditbank.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
მარინე ქიმოსტელი 
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112  ტელ.: (+995 32) 2202222 (1880)
E-mail: m.kimosteli@procreditbank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები