ჩაბარების ვადა:

28 სექტემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10635 - ტენდერი ქინძმარაულის ღვინის სოფლის მშენებლობაზე

ტენდერის აღწერილობა:

KTW Group ყვარლის რაიონში (ს/კ 57.35.52.072) ანხორციელებს ვილების ტიპის დასახლების სოფლის მშენებლობას.

ტენდერი გათვალისწინებულია 9 სახეობის, 15 ვილის მონოლითური კარკასის მოწყობის მშენებლობაზე. ვილები წარმოადგენს ინდივიდუალურ ერთბინიან საცხოვრებელ სახლებს, აუზით და ეზოთი.

მომსახურების გაწევის ადგილი:

  • კახეთი, ყვარლის რაიონი. KTW Group-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. (ს/კ 57.35.52.072)

სატენდერო განცხადებას დანართების სახით ერთვის:

  • ხარჯთაღრიცხვა - დანართი №1
  • არქიტექტურული პროექტი – დანართი №2;

მომსახურების ღირებულება:

  • პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი #1 - ის შესაბამისად განფასებული ხარჯთაღრიცხვა. სავალდებულოა გამოყენებულ სამშენებლო მასალას მიეთითოს წარმომავლობა. აღნიშნული მასალის წარმომავლობას გააკონტროლებს KTW Group - ის წარმომადგენლობა.
  • სახელშეკრულებო ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. (უპირატესობა მიენიჭება დღგ-ს გადამხდელს)
  • შენიშვნა: სახარჯთაღრიცხვო მოცულობები შესაძლოა დაკორექტირდეს ურთიერთშეთანხმების გზით, ფაქტობრივად შესასრულებელი სამუშაოების შესაბამისად, შესაბამისი პროექტის წარმოდგენით. ერთეულის ფასის ცვლილება დაუშვებელია.
  • (არმატურა შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ქართული ასევე უკრაინული წარმომავლობის, გამოყენებამდე წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ლაბ. დასკვნა არმატურის ხარისხზე.) 

მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა:

  • პრეტედენტმა სამუშაოები უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.
  • პრეტედენტმა ტენდერში უნდა წარმოადგინოს მშენებლობის გეგმა-გრაფიკი კვირების მიხედვით. (სამუშაოების წარმოება წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით სავალდებულოა)
  • გეგმა-გრაფიკში გაწერილი უნდა იყოს სამუშაოების წარმოების მეთოდოლოგია და მექანიზმები.
  • პრეტედენტი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს მინიმუმ 3 ვილაზე ერთდროულად.
  • სამუშაოების ვადებში ვერ შესრულების ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში შემსრულებელს დაეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,01 % ის ოდენობით. 

პრეტედენტის გამოცდილება:

  • პრეტედენტს უნდა გააჩნდეს შესაბამისი სირთულის მშენებლობის გამოცდილება საქართველოში. პრეტენდენტის მიერ განხორციელებული მშენებლობის ღირებულება არ უნდა იყოს 1 500 000 ლარზე ნაკლები. გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის და ფორმა 2 ით. (დამადასტურებელ დოკუმენტაციაში უნდა იკითხებოდეს ანალოგიური სირთულის და შინაარსის სამუშაოს შესრლება)

ხელშეკრულების უზრუნველყოფის და ავანსის საბანკო/სადაზღვევო გარანტია:

  • ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის სახით წარმოადგინოს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო/სადაზღვევო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით.
  • უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
  • ავანსის სახით შემსყიდველი გასცემს ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ისა.
  • საავანსო ანგარიშსწორებისთვის პრეტედენტმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საავანსო საბანკო გარანტია.
  • საავანსო თანხის დაქვითვა მოხდება ეტაპობრივად წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ფორმა 2-ებიდან, შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
  • წარმოდგენილი საბანკო გარანტიების ვადები უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას არანაკლებ 1 თვით.
  •  

სამუშაოების მიღება-ჩაბარება და ანგარიშსწორება:

  • სამუშაოების მიღება-ჩაბარება მოხდება, შესრულებული სამუშაოს მოცულობის დათვლის შემდეგ, თვეში ერთხელ შესრულებული სამუშაოს აქტის (ფორმა 2) საფუძველზე და შესაბამისი ანგარიშ ფაქტურის გამოწერის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, პრეტედენტის მიერ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ საბანკო ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში.

პრეტედენტის ვალდებულება:

  • პრეტედენტი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
  • დაიცვას COVID 19 - ის პანდემიის რეგულაციები და უზრუნველყოს თანამშრომლების უსაფრთხო გარემო.

სამუშაოების განხორციელების ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა:

სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს KTW Group - ის შესაბამისი განყოფილების თანამშრომლები.

მშენებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას აწარმოოს გამოყენებული მასალის ლაბორატორიული ექსპერტიზები შესაბამის აკრედიტირებულ ლაბორატორიებში.

KTW Group უფლებამოსილია, მშენებლობის პროცესში, შემსრულებელთან შეუთანხმებლად ნებისმიერ დროს გადაამოწმოს სამშენებლო მასალების ხარისხი შესაბამის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. მოთხოვნილი ხარისხის შეუსაბამობის შემთხვევაში აცნობოს წერილობითი ფორმით პრეტენდენტს, ხოლო გამოუსწორებლობის შემთხვევაში შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

  • შევსებული ხარჯთაღრიცხვა (დანართი №1);
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ხარჯთაღრიცხვა (დანართი №1)
  • სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა;
  • საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები;
  • სამუშაოების შესრულების ვადა, სამუშაოების შესრულების გრაფიკი.

პრეტედენტს, დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.
  • საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ.

თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით. 

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, მოეთხოვება წარადგინოს:

  • დამკვეთისათვის მისაღები მაღალი რეპუტაციის მქონე ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 5%–ის ოდენობით. გარანტიის მოქმედება 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
  • ანგარიშსწორების პირობა;

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

საკონტაქტო პირი:
KTW Group-ის პროექტების მენეჯერი იოსებ ქარუმიძე
Maill: s.karumidze@ktw.ge
მობ: + 995 577 959585

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

დოკუმენტაცია

პრეტედენტის ტექნიკური პირობა პრეტედენტის ტექნიკური პირობა
დანართი 1 - ხარჯთაღრიცხვა დანართი 1 - ხარჯთაღრიცხვა
ვილა ტიპი 1 (დიდი) ვილა ტიპი 1 (დიდი)
ვილა ტიპი 1 პატარა ვილა ტიპი 1 პატარა
ვილა ტიპი 1 საშუალო ვილა ტიპი 1 საშუალო
ვილა ტიპი 2 პატარა ვილა ტიპი 2 პატარა
ვილა ტიპი 3 პატარა ვილა ტიპი 3 პატარა
ვილა ტიპი 3 საშუალო ვილა ტიპი 3 საშუალო
ვილა ტიპი 4 ავტოფარეხით ვილა ტიპი 4 ავტოფარეხით
ვილა ტიპი 5 ვილა ტიპი 5
ვილა ტიპი 6 ვილა ტიპი 6
გენ გეგმა ვილა ქინძმარაული გენ გეგმა ვილა ქინძმარაული
გენ გეგმა სამშენებლო ვილების მითითებით გენ გეგმა სამშენებლო ვილების მითითებით
ვილა ქინძმარაულის გეოლოგიური დასკვნა 0 ვილა ქინძმარაულის გეოლოგიური დასკვნა 0
ვილა ქინძმარაულის გეოლოგიური დასკვნა 1 ვილა ქინძმარაულის გეოლოგიური დასკვნა 1
ვილა ქინძმარაულის გეოლოგიური დასკვნა 2 ვილა ქინძმარაულის გეოლოგიური დასკვნა 2
ვილა ქინძმარაულის გეოლოგიური დასკვნა 3 ვილა ქინძმარაულის გეოლოგიური დასკვნა 3
ყველას ჩამოტვირთვა