30 სექტემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT10646 - ტენდერი მარკეტინგული მასალების ბეჭდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს. „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ გამარჯვებული კომპანიისგან შეისყიდის მომსახურებას: მარკეტინგული მასალების ბეჭდვა. მომსახურების შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით, 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
სატენდეროდ შესასყიდი მასალების დეტალები იხ. თანდართულ ფაილში;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. გთხოვთ შემოთავაზება წარმოგვიდგინოთ ქართულ ენაზე, ქვემოთ მოცემული ინფორმაციის შესაბამისად.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი დაკომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ თევდორაძე
ტელეფონი: +995 599 158 191
E-mail: tenders@silknet.com; ttevdoradze@silknet.com;
მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას #3
მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით;
სს ,,სილქნეტი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
ს.ს. ,,სილქნეტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები