27 სექტემბერი 2021, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT10650 - ტენდერი პერსონალის კვებითი მომსახურების გაწევაზე
- გამომცხადებელი: ლომისი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 27 სექტემბერი 2021 დრო 16:00
 
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/541
 - დანიშნულება: პერსონალის კვებითი მომსახურების გაწევა
 
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 
ტენდერის პირობები:
კვებითი მომსახურების პირობებში გათვალისწინებული უნდა იყოს:
- ყოველდღიურად უზრუნველყოს კომპანიის თანამშრომლების კვება იმ რეჟიმითა და ასორტიმენტით, რომელიც მოყვანილია დანართში;
 - აწარმოოს მხოლოდ ხარისხიანი და ვარგისი პროდუქტების შესყიდვა, გაყინული პროდუქციის გამოყენების შემთხვევაში ისარგებლოს მხოლოდ A(1) კატეგორიის პროდუქტით, რომელთაც აქვთ საჭირო შესაბამისი სერტიფიკატი და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
 - საკვები პროდუქტების და მზა კერძების მომზადება აწარმოოს ეკოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციებისათვის;
 - უზრუნველყოს მაგიდებზე ყველა სამაგიდო ატრიბუტიკის (მარილი, პილპილი, მდოგვი), ქაღალდის ხელსახოცების, კბილის საწმენდი ჩხირების მუდმივი არსებობა;
 - დამკვეთის მიერ მიწოდებული ხსნარებით აწარმოოს ხელსაწყოების და და ინსტრუმენტების რეგულარული სანიტარული დამუშავება, რომლებიც გამოიყენება მომსახურეობების გაწევისას, ასევე პერსონალის სპეცტანსაცმლის სისუფთავე;
 - შემსრულებელი დამოუკიდებლად აფორმებს ყველა საჭირო ნებართვას, ლიცენზიასა და სხვა დოკუმენტებს, რაც საჭიროა მოცემულ მომსახურეობების გაწევისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
 - დარიგების ხაზის მუშაობის რეჟიმი: ყოველდღიურად დასვენების დღეების გარეშე:
- დღის ცვლა - 12:00 - დან 15:00 - სთ-მდე, ღამის ცვლა - 21:00 სთ - დან 22:00 სთ-მდე; - შემსრულებელი ვალდებულია კერძების დამზადებისას გაითვალისწინოს მარხვის დღეები და ზემოთ აღნიშნული ცხრილის მიხედვით კერძების ნაწილი მოამზადოს სამარხო;
 - ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
 - გადახდის პირობები: ყოველთვიური, ინვოისის გამოწერიდან 10 დღის ვადაში.
 
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
 - საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
 - ტენდერის დასახელება;
 - მიმღები განყოფილების დასახელება: პერსონალის მართვის დეპარტამენტი;
 - წარწერა: კონფიდენციალურია
 - გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
 
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: 
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. ლუდსახარში ნატახტარი, სს.ლომისი
შემოთავაზების მიღება იწყება 16.09.2021, 14:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 27.09.2021, 16:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ზურაბ კვესელავა
პერსონალის მართვის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი: მცხეთის რაიონი, სოფ. ნატახტარი,
ტელ.: (+99532) 2180797
ელ. ფოსტა: zurakveselava@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
 - 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება