ჩაბარების ვადა:
        
    25 სექტემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT10660 - ტენდერი წყლის დარბილების დანადგარისათვის ტაბლეტიზირებული მარილის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: მინა
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 25 სექტემბერი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს წყლის დარბილების დანადგარისათვის ტაბლეტიზირებული მარილის შესყიდვის შესახებ.
მარილის წლიური შესასყიდი სავარაუდო რაოდენობა - 24 ტონა.
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, წინადადება მოგვაწოდეთ დალუქული კოვერტით მცხეთის რაიონი, სოფ. ქსანი 2021 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი. და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
წინადადებას უნდა დაერთოს:
- წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
 - კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
 - იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
 - კომპანიის სამართლებრივი ფორმა
 - კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
 - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
 - შემოთავაზება - 1 კგ მარილის ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე ს.ს.“მინა“-მდე ტრანსპორტირების ჩათვლით, თუ ხართ გადამხდელი გთხოვთ მიუთითოთ აუცილებლად.
 
გაითვალისწინეთ:
- ტენდერთან დაკავშირებით შედეგი გეცნობებათ ელ.ფოსტის მეშვეობით.
 - გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს 2 – 4 კვირა;
 - გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
 - სავარაუდო სახელშეკრულებო პერიოდი: 01.10.2021-01.10.2022
 - დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com
 
ტენდერის კატეგორია:
- 14400000 მარილისა და სუფთა ნატრიუმის ქლორიდი