ჩაბარების ვადა:

25 სექტემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10663 - ტენდერი საბროკერო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს საბროკერო მომსახურების შესყიდვის შესახებ.

  • შემსრულებლის (საბროკერო კომპანიის/ბროკერისპასუხისმგებლობა და ვალდებულებები:
  • ს.ს.“მინას“ სახელზე / სახელით იმპორტირებული, ექსპორტირებული, დროებით ან სხვა ნებისმიერ რეჟიმში მყოფი ტვირთების საბაჟო-საბროკერო მომსახურება და მოთხოვნილი დოკუმენტებით უზრუნველყოფა.
  • ტვირთის მიღება / გაგზავნის შემთხვევაში,  სახელმწიფო სტრუქტურებიდან  საჭირო ნებართვების და დოკუმენტაციის მოთხოვნა/ მოპოვება.
  • მათი განბაჟება, დეკლარირება, მოთხოვნილი სერტიფიკატებით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში დამკვეთთან შეთანხმებით საბუთების კორექტირება.
  • კანონით გათვალისიწნებული ყველა ოპერაციის დასრულების შემდგომ მძღოლებზე ახალად შექმნილი/ დასრულებული და მათ მიერ ჩაბარებული დოკუმენტაციის გადაცემა. 
  • დადგენილ ვადებში მანქანების / ტვირთების საბაჟო ტერმინალიდან გამოშვება
  • კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო დოკუმენტაციის შექმნა / წარმოება;
  • დამკვეთის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის როგორცაა სერტიფიკატები და სხვა, ს.ს.“მინა“-მდე მოტანა დამატებითი ანაზღაურების საფუძველზე.
  • შემსრულებელი ვალდებულია მიაწოდოს დამკვეთს ინფორმაცია მომსახურების მიმდინარეობის შესახებ, სიტუაციის გართულების ან ისეთი პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში რაც შეაფერხებს ან შეუძლებელს ხდის ამოცანის შესრულებას, დაუყოვნებლივ ამცნოს დამკვეთს შექმნილი ვითარების შესახებ.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, წინადადება მოგვაწოდეთ დალუქული კოვერტით მცხეთის რაიონი, სოფ. ქსანი 2021 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი. და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

წინადადებას უნდა დაერთოს:

  • წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 
  • შემოთავაზება - თვიური მომსახურების ღირებულება - ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე
    - (თუ ხართ გადამხდელი გთხოვთ მიუთითოთ აუცილებლად).
  • ასევე მოგვაწოდოეთ 1 ჯერზე მოწოდებული დოკუმენტაციის/სერტიფიკატების და სხვ. მომსახურების ღირებულება, ცალკე დ.ღ.გ-ს გარეშე.

გაითვალისწინეთ:

  • ტენდერთან დაკავშირებით შედეგი გეცნობებათ ელ.ფოსტის მეშვეობით.
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს 2 – 4 კვირა;
  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
  • სავარაუდო სახელშეკრულებო პერიოდი : 01.10.2021-01.10.2022

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები