ჩაბარების ვადა:

1 ოქტომბერი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10668 - ტენდერი 3 ლოტად შემდეგი მასალების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 3 ლოტად შემდეგი მასალების შესყიდვაზე: 

  • ფოლადის უნაკერო ან სწორშოვიანი მილები (100 ატმ);
  • ფოლადის ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურა (100 ატმ);
  • ფოლადის ფასონური ნაწილები (100 ატმ).

შენიშვნა: 

  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას ხელშეკრულება გააფორმოს ერთ ან რამდენიმე მომწოდებელთან და  ტენდერით განსაზღვრული ჯამური რაოდენობა შესაბამისად გადანაწილდეს ერთ ან რამდენიმე მომწოდებლზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ფოლადის უნაკერო ან სწორშოვიანი მილები (100 ატმ), ფოლადის ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურა (100 ატმ), ფოლადის ფასონური ნაწილები (100 ატმ) - რაოდენობა და სპეციფიკაცია მითითებულია დანართი N1-ში

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • ფოლადის მილები უნდა იყოს მაღალი წნევის PN100, უნაკერო ან ერთსწორშოვიანი (გრძივი შედუღებით), უნაკეროს შემთხვევაში კედლის სისქე არ უნდა იყოს 12 მმ-ზე ნაკლები, ხოლო ერთსწორშოვიანის შემთხვევაში კედლის სისქე უნდა იყოს ±20მმ, ფოლადის მილებს აუცილებლად უნდა მოყვებოდეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი ГОСТ 8731-74В (ანალოგი), სასურველია (არასავალდებულო) დამუშავებული იყოს საიზოლაციო მასალით გარედან, ფოლადის მარკა CT20 (ანალოგი).
  • ფოლადის ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურა მისადუღებელი ბოლოებით (butt welded/под приварку), უკუსარქველი დამზადებული უნდა იყოს ფოლადისაგან, მისადუღებელი ბოლოებით, შეკეთებადი (ხუფი უნდა ეხსნებოდეს)
  • ფოლადის ფასონური ნაწილები უნდა იყოს მისადუღებელი ბოლოებით 
  • სასურველია შესასყიდ საქონელს შიდა მხარეს მომწოდებელმა დაუსვას სპეციალური დამღა/ან გააკეთოს მარკირება საქონლის წარმოების თარიღის და მწარმოებლის  შესახებ;
  • კონკრეტული მიწოდებული პარტიის ხარისხის შემოწმება შემსყიდველის მიერ მოხდება შემსყიდველის ტერიტორიაზე, იმ შემთხვევაში თუ საქონლის ხარისხი არ დააკმაყოფილებს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს შემსყიდველი აამოქმედებს კონტრაქტით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.
  • საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი: 

  • თბილისი, წყალსადენის ქ. N7, 
  • თბილისი, ფეიქართა ქ. N14

შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა:

  • შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებას იტოვებს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ ხარისხის შემოწმების მიზნით განახორციელოს ვიზიტი პრეტენდენტის ქარხანაში. ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პერიოდულად განახორციელოს მოულოდნელი ინსპექტირება.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან    30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ.
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება  წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 1 ოქტომბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141);  599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები

დოკუმენტაცია

სატენდერო დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაცია
ხელშეკრულების პროექტი ხელშეკრულების პროექტი
დანართი N1 - ფასების ცხრილი დანართი N1 - ფასების ცხრილი
დანართი N4-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია დანართი N4-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
დანართი N4-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია დანართი N4-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1
დანართი N1 - ფასების ცხრილი დანართი N1 - ფასების ცხრილი
Нормативное сопротивления растяжению Нормативное сопротивления растяжению
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    23 სექტემბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა