ჩაბარების ვადა:

25 სექტემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10669 - ტენდერი ჟანგბადის, პროპანის და აცეტილენის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს ჟანგბადის, პროპანის და აცეტილენის შესყიდვაზე.

ჟანგბადის ტექნიკური პირობა:

  • დასახელება: ტექნიკური ჟანგბადი
  • მახასიათებლები: 150 ატმოსფერო, 40 ლიტრიან ბალონში
  • წლიური მოთხოვნა: 60 ბალონი 
  • მოწოდება: ს.ს."მინა"-ს საწარმოო ტერიტორიამდე
  • დამატებითი პირობა: უნდა ჰქონდეს დამცავი ხუფი/ჩამკეტი
  • მომწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ახალი ბალონები

პროპანის ტექნიკური პირობა:

  • დასახელება: ბუნებრივი აირი/ბუტანი/პროპანი
  • წლიური მოთხოვნა: 30 ბალონი
  • მოწოდების პირობა: ს.ს."მინა"-ს საწარმოო ტერიტორიამდე
  • დამატებითი პირობა: უნდა ჰქონდეს დამცავი ხუფი/ჩამკეტი
  • მომწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ახალი ბალონები

აცეტილენი ტექნიკური პირობა:

  • დასახელება: აცეტილენი
  • მახასიათებლები: 95 % სისუფთავის
  • წლიური მოთხოვნა: 120 კგ (დააკონკრეტონ ბალონის მოცულობა)
  • მოწოდება: ს.ს.“მინა“-ს საწარმოო ტერიტორიამდე (მცხეთა, სოფ.ქსანი)
  • დამატებითი პირობა: უნდა ჰქონდეს დამცავი ხუფი/ჩამკეტი
  • მომწოდებელი ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ახალი ბალონები.

გაითვალისწინეთ, რომ შესყიდვა ხორციელდება ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, წინადადება მოგვაწოდეთ დალუქული კოვერტით მცხეთის რაიონი, სოფ. ქსანი 2021 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი. და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

წინადადებას უნდა დაერთოს:

  • წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
  • შემოთავაზება:
    - 1 კგ აცეტილენის ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე. (მიუთითეთ დ.ღ.გ-ს გადამხდელი ხართ თუ არა)
    - 1 ბალონი ჟანგბადის ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე. (მიუთითეთ დ.ღ.გ-ს გადამხდელი ხართ თუ არა)
    - 1 კგ პროპანის ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე. (მიუთითეთ დ.ღ.გ-ს გადამხდელი ხართ თუ არა)

შენიშვნა: თუ გაქვთ 9 კგ-იანისგან განსხვავებული მოცულობის ბალონები,აუცილებლად მიუთითეთ.

გაითვალისწინეთ:

  • ტენდერთან დაკავშირებით შედეგი გეცნობებათ ელ.ფოსტის მეშვეობით.
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს 2 – 4 კვირა;
  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
  • სავარაუდო სახელშეკრულებო პერიოდი : 01.10.2021-01.10.2022

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com

ტენდერის კატეგორია:

  • 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები
  • 09100000 საწვავი
  • 24100000 აირები