ჩაბარების ვადა:

5 ოქტომბერი 2021, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10671 - ტენდერი ანაკრები რკინა-ბეტონის ჭის ნაკეთობების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი, 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ანაკრები რკინა-ბეტონის ჭის ნაკეთობების შესყიდვაზე.

შენიშვნა: 

  • შემსყიდველი ტენდერს აცხადებს ორ ლოტად: კბილიან და უკბილო ჭებზე, შესაბამისად პრეტენდენტი ვალდებულია განფასება წარმოადგინოს ერთ ან ორივე ლოტზე. 
  • მიღებული წინადადებების ანალიზის შედეგად შემსყიდველი მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული სახეობის (კბილიანი ან უკბილო) ჭის შესყიდვაზე. 
  • ამასთან, შემსყიდველი იტოვებს უფლებას ხელშეკრულება გააფორმოს ერთ ან რამდენიმე მიმწოდებელთან და  ტენდერით განსაზღვრული ჯამური რაოდენობა შესაბამისად გადანაწილდეს ერთ ან რამდენიმე მიმწოდებლზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • ანაკრები რკინა-ბეტონის ჭის ნაკეთობების შესყიდვა დანართი N1-ში მოცემული სავარაუდო წლიური მოცულობისა და  ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად.
  • შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობები არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცვლილება შეიტანოს მის მიერ ელექტრონული ტენდერით განსაზღვრულ შესყიდვის რაოდენობებში

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • საკანალიზაციო და წყალმომარაგების ჭების კონსტრუქციების დამზადება უნდა განხორციელდეს ქარხნულ პირობებში ან სპეციალურად მომზადებულ სამშენებლო მოედნებზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით რუსული სტანდარტის  ГОСТ 8020-90 (ან ანალოგი)  შესაბამისად;
  • ანაკრები რკინა-ბეტონის ნაკეთობების მიღება–ჩაბარება, ტრანსპორტირება, შენახვა–დასაწყობება  უნდა განხორციელდეს ГОСТ–13015(ან ანალოგი) სტანდარტის შესაბამისად;
  • ანაკრები რკინა-ბეტონოს ჭის მასალების წარმოებისთვის გამოყენებული ბეტონი უნდა იყოს ქარხნული წესით წარმოებული, არ უნდა იყოს ხელით მოზელილი, ამასთან გამოყენებულ ბეტონს უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ანაკრები რკინა-ბეტონის ჭის წარმოებისთვის გამოყენებულ რკინის ნაკეთობებს ასევე უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მიმწოდებელი ვალდებულია შესასყიდ საქონელს შიდა მხარეს დაუსვას სპეციალური დამღა/ან გააკეთოს მარკირება საქონლის წარმოების თარიღის და მწარმოებლის შესახებ;
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ანაკრები რკინა-ბეტონის ჭის წარმოებაში გამოყენებული ბეტონის მასალის ნიმუშის („კუბიკი“) შენახვა/კონსერვაცია მინიმუმ 3 თვის განმავლობაში. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს წარმოებაში გამოყენებული ბეტონის ნიმუშის შემოწმება საკუთარი ხარჯით, იმ შემთხვევაში თუ ბეტონის ნიმუშის ხარისხი არ იქნება შესაბამისობაში შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ბეტონის სპეციფიკაციებთან შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს უხარისხო ბეტონით წარმოებული საქონლის ჩანაცვლება;
  • მიმწოდებელი ვალდებულება ჭის ძირების და გადახურვის ფილების ვიბრირება მოახდინოს „ვიბრო მაგიდაზე“, ხოლო რგოლების დამზადება უნდა მოხდეს პრესის აპარატით;
  • კონკრეტული მიწოდებული პარტიის ხარისხის შემოწმება შემსყიდველის მიერ მოხდება შემსყიდველის ტერიტორიაზე საქონლის ჩამოტვირთვამდე(მანქანაზე) შმიდტის ჩაქუჩით, ბეტონში ჩატანებული არმატურის შესამოწმებელი ხელსაწყოთი და ვიზუალური დათვალირებით. იმ შემთხვევაში თუ საქონლის ხარისხი არ დააკმაყოფილებს შემსყიდველის მიერ დანართიN3-ში განსაზღვრულ მოთხოვნებს შემსყიდველი აამოქმედებს კონტრაქტით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს;
  • კბილიანი რგოლები გარედან დამუშავებული უნდა იყოს ბიტუმის მასტიკით

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში ეტაპობრივად, შემსყიდველის შეტყობინებიდან 1 კალენდარული დღის განმვალობაში.
  • საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი: 

  • თბილისი, წყალსადენის ქ. N7, 
  • თბილისი, ფეიქართა ქ. N14.

შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა:

  • შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებას იტოვებს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ ხარისხის შემოწმების მიზნით განახორციელოს ვიზიტი პრეტენდენტის ქარხანაში. ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პერიოდულად განახორციელოს მოულოდნელი ინსპექტირება.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან  30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (დანართი N4-ში მოცემული ფორმით) ჯამური საკონტრაქტო ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • თანხმობა დანართი N1-ში დაფიქსირებული კვირის ჭრილში მოსაწოდებელი რაოდენობების შესაძლებლობაზე;
  • ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, კერძოდ ინფორმაცია ვიბრო მაგიდის და პრესის აპარატის არსებობის შესახებ;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ.
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება  წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 5 ოქტომბერი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141);  599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 43600000 სამთო მრეწველობის, კარიერული დამუშავებისა და სამშენებლო მანქანების ნაწილები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები

დოკუმენტაცია

სატენდერო დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაცია
ხელშეკრულების პროექტი ხელშეკრულების პროექტი
რკინა ბეტონის ნაკეთობების შესყიდვა რკინა ბეტონის ნაკეთობების შესყიდვა
დანართი N1-ფასების ცხრილი დანართი N1-ფასების ცხრილი
დანართი N3-სატენდერო მოთხოვნები დანართი N3-სატენდერო მოთხოვნები
დანართი N4-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია დანართი N4-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
დანართი N4-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია დანართი N4-ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 სექტემბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა