ჩაბარების ვადა:

1 თებერვალი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1069 - ტენდერი პერსონალის კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

ტენდერის აღწერილობა:

სს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს # 22-CATERING-01-16 მის საკუთრებაში არსებული ავტოგასამართ სადგურებზე დასაქმებული პერსონალის კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ტენდერის მასშტაბი, ლოკაცია და მოკლე აღწერილობა

კომპანია აცხადებს ტენდერს შემდეგ რაოდენობებზე:

კვებით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ქ. თბილისში 53 სხვადასხვა ობიექტზე
(მისამართები იხილეთ დანართი #1):
რაოდენობა საორიენტაცოდ(რაოდენობა შეიძლება ოდნავ გაიზარდოს ახალი სადგურების გახსნასთან ერთად):

  • ყოველდღიურად კვირის გარდა - 255 ულუფა
  • კვირა დღე - 173 ულუფა

საკვების დამზადება, მოწოდება, სასურველი რაციონი, გრაფიკი, ფასი

საკვები ულუფის ღირებულება 1 ადამიანზე რომელიც გულისხმობს პირველი, მეორე და დესერტს (ყოველი შემადგენელი დეტალურად აღწერილია ქვემოთ) შეადგენს - 5 (ხუთ) ლარს ყველა გადასახადის ჩათვლით. ეს თანხა არ შეიცვლება ვაჭრობის შედეგად.
სავალდებულოა რომ საკვები დამზადებულ იქნეს სანიტარულ–ჰიგიენური მოთხოვნების სრული დაცვით. მოწოდებული საკვები უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანისათვის საჭირო მისაღებ ენერგეტიკული ღირებულების ნორმებს.

  • ტრანსპორტირება: დამზადებული საკვების ტრანსპორტირება უნდა განახორციელოს ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ, ტრანსპორტირების დროს არ უნდა დაირღვეს კვების სანიტარული და ტემპერატურის ნორმები.
  • მიწოდების დრო: საკვების მიწოდება ყველა ობიექტზეუნდა მოხდეს 11 : 00 დან და დასრულდეს 13 : 00 საათისთვის.
  • ჭურჭელი: საკვები უნდა იყოს მოთავსებული ჭურჭელში რომლითაც მიწოდებისას ის შეინარჩუნებს თბილ ტემპერატურას და საჭიროების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ღუმელში შედგმა გასათბობად. წინა დღის ცარიელი ჭურჭელი დაბრუნდება მეორე დღეს.
  • საკვებზე ძირითადი მოთხოვნები: შემოთავაზებული საკვები სავალდებულოა იყოს ცვლადი, მენიუ შესაძლებელია განმეორდეს ორ ან სამ კვირაში ერთხელ.

შემოთავაზებული მენიუ სასურველია შედგებოდეს:

  • პირველი - ცხელი წვნიანი, წვნიანი ხორცით, ბორში, მაწვნის წვნიანი, ლობიო, სუპ-ხარჩო და/ან სხვა;
  • მეორე - კოტლეტი, თევზი, სოსისი, ქათმის ხორცი, შემწვარი/მოხარშული ხორციან/და სხვა და აუცილებლად გარნირით როგორიცაა: სალათები, ფხალეული, წიწიბურა, პიურე, მოხარშული კვერცხი, არაჟანი,შემწვარი/მოხარშული კარტოფილი ან/და სხვა
  • დესერტი- უალკოჰოლო სასმელი, კომპოტი, ყავა, ჩაი და მასთან მისაყოლებელი ფუნთუშა, ღვეზელი, ლობიანი, ხაჭაპური, ნამცხვარი ან/და სხვა.

შენიშვნა:

  • აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ თითო პირზე ერთი მთლიანი პური უნდა იქნას მოწოდებული (არანაკლებ - 300 გრ).
  • გასათვალისწინებელია სამარხვო საკვებიც მარხვის დღეებში. კვების მომწოდებელს ეცოდინება წინასწარ თუ სად უნდა მიიტანოს სამარხო საკვები და რა ოდენობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს მენიუს რამოდემინე ვარიანტი (პირველი, მეორე, დესერტი);
  • ინფორმაცია კომპანიის მოღვაწეობის შესახებ (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტთა სია, დაარსების თარიღი, რეკომენდაციები);
  • სამზარეულოს რამოდენიმე ფოტოსურათი სადაც მზადდება საკვები;
  • სატრანსპორტო საშუალების რამოდენიმე ფოტოსურათი გარედან და შიგნიდან რომლითაც მიეწოდება საკვები ობიექტებს;
  • თანამშრომლების საერთო რაოდენობა და მაზრეულების რაოდენობის გამოყოფა საერთო რაოდენობაში;
  • მზარეულის გამოცდილების აღწერა (არსებობის შემთხვევაში);
  • მომსახურების ხარისხიანად შესრულებისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების არწერა და ჩამონათვალი;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას მოეთხოვება მისთვის გამოყოფილ დღეს წარმოადგინოს სატესტოდ კვების სრული ულუფა;
  • კომისია გამოყოფს პირებს ობიექტების დათვალიერებისთვის ადგილზე და არსებული მდგომარეობის შეფასება/შესწავლისთვის;
  • კომისიამ შეიძლება დამატებით მოითხოვოს ინფორმაცია პროდუქტების მიღების წყაროსთან დაკავშირებით;
  • თანხის გადახდა/ანგარიშსწორება მოხდება საანგარიშო თვეში ორჯერ: პირველად - 1-15 რიცხვის ჩათვლით და მეორედ - 15-თვის ბოლო რიცხვში, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;
  • მსურველმა ტენდერთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში შეუძლია მიიღოს სასურველი ინფორმაცია შემდეგ ნომერზე 577200321 - ოთარ წულუკიძე;
  • ტენდერში მონაწილეთა დასახელება და შემოთავაზებული პირობების ანონიმურობა შენარჩუნდება

ტენდერის ჩაბარების ვადები:

  • ინტერესის გამოხატვის გამოცხადების დღე - 22იანვარი, 2016წელი;
  • განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 01თებერვალი (17:00 საათი), 2016 წელი;
  • გამარჯვებული კანდიდატები გამოვლინდება - 03 თებერვალი, 2016 წელი;
  • შემოთავაზებული საკვების სატესტო შემოწმება - დეგუსტაცია 3-10 თებერვალი, 2016 წელი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადება აუცილებელ მხარდამჭერ საბუთებთან ერთად, მოიტანეთ დალუქული კონვერტით არაუგვიანეს: 01თებერვალი (17:00 საათი), 2016 წელი; მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ.#11, (საბუთები არ გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით!)

ტენდერში მონაწილეობის მისაღება და უცილებელი საბუთების ჩამონათვალი:

  • ორგანიზაციის/ კომპანიის/ ინდ. მეწარმე ტენდერში მონაწილეობაზე სურვილის განაცხადი ტენდერის ნომრის მითითებით და კომპანიის სრული დასახელებით და ძირითადი პირობის მითითებით;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ამობეჭდილი ვებ გვერდიდან);
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი (ვისაც მიმართავს სატენდერო კომისია საჭიროების შემთხვევაში);
  • მისამართი, ტელეფონი და ელ.ფოსტა;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • სავარაუდო მენიუს რამოდენიმე ვარიანტი;
  • ხარისხის სერტიფიკატი კვებაში - ISO 12000 (არსებობის შემთხვევაში);
  • სარეკომენდაციო წერილი2 ან 3 კომპანიიდან ვისაც ემსახურებით ეხლა ან წარსულში ემსახურებიდით (არსებობის შემთხვევაში);
  • სამზარეულოს და სატრასპორტო საშუალების რამოდენიმე რაკურსით გადაღებული ფოტოსურათები;

და სხვა ის დოკუმენტი რაც მითითებულია საკვალიფიკაციო მოთხოვნებში

თითოეულ ზემოთხსენებულ საბუთს უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი და/ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (ბეჭდის არარსებობის შემთხვევაში მხოლოდ ხელმოწერა);

გაითვალისწინეთ რომ შემოტანის პირობების დარღვევით/ან ყალბი დოკუმენტაციით გაკეთებული განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული.

გარდა აუცილებელი საბუთების სიაში მითითბული დოკუმენტებისა, კომპანია იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ტენდერში მონაწილე კომპანიებისაგან

დალუქულ კონვერტზე გააკეთეთ წარწერა:

განაცხადი ტენდერში # 22-CATERING-01-16 მონაწილეობაზე სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“-ს საკუთრებაში არსებულ ავტოგასამართ სადგურებზე დასაქმებული პერსონალის კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

ტენდერის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ:

შესყიდვების დეპარტამენტი, მოსაშვილის #11, მე-3 სართული
ოთარ წულუკიძე (მობილური ტელეფონი: 57720 03 21)

საბუთების მიღება - ჩაბარებასთან დაკავშირებით მიმართეთ:

შესყიდვების დეპარტამენტი, მოსაშვილის #11, მე-3 სართული
ნინო შეყილაძე (მობილურიტელეფონი: 577 05 88 18)
e-mail: nino.shekiladze@wissol.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ