ჩაბარების ვადა:

29 სექტემბერი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T10692 - ტენდერი მთელი საქართველოს მასშტაბით ბანკის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მცირე სარემონტო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიების შერჩევას, მთელი საქართველოს მასშტაბით ბანკის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის. 

სს „ლიბერთი ბანკს“ დაგეგმილი აქვს სერვის ცენტრებსა და ფილიალებში სხვადასხვა სახის მცირე (40,000 ლარამდე) სარემონტო სამუშაოების ჩატარება.  

ფილიალები და სერვის ცენტრები განლაგებულია როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით.

შერჩეული კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ ბანკის მიერ გამოცხადებული სარემონტო სამუშაოების შესარჩევ შიდა ფასთა კვლევებში;

მაღალფასიანი რემონტის ან/და მშენებლობის შემთხვევაში, კომპანიასთან მცირეფასიანი სამუშაოების შესრულებისას სამუშაო პროცესში დადებითი რეკომენდაციების მქონე კომპანიებს, მსხვილი რემონტის/მშენებლობის ტენდერებში მონაწილეობისას გაეწევათ დადებითი რეკომენდაცია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული), ყველა დამფუძნებლის და მფლობელის შესახებ ინფორმაციის მითითებით;
  • კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, ბიუჯეტი, მინიმუმ სამი პროექტი;
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებზე, დამკვეთი ორგანიზაციებისგან სარეკომენდაციო წერილები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 29 სექტემბერი, 17:00 საათი. 

შემოთავაზება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;

ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება დაინტერესებული პირისგან წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე; 

დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება შესაძლებელია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
მობ: 595 901 200;
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები