
ჩაბარების ვადა:
2 თებერვალი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1071 - ტენდერი ბილბორდების სარეაბილიტაციო მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბილბორდების სარეაბილიტაციო მომსახურებაზე
საქონლის/მომსახურების დასახელება:
- ნათურის გამოცვლა ბილბორდებზე (თეთრი ნათების 120 სმ სიგრძის 36 ვატიანი ფილიპსი)
- დროსელის შეცვლა (40 ვატიანი, მონტაჯდება 2 ნათურაზე ერთი ცალი)
- ბილბორდების კარკასის შეღებვა კვ.მ (საჭებავი ანტიკოროზიული Favor)
- პეტლების და საკეტების შეცვლა, სხვა წვრილმანი ფიზიკური დაზიანებების აღმოფხვრა.
- ამწე კალათის მომსახურების საფასური (1 საათი)
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების, მონტაჟის და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - ფასი უნდა მოიცავდეს ყველა სახის გადასახადს
- საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 1 წლით
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 22 იანვრიდან– 2016 წლის 2 თებერვალის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი შესყიდვის ხელშეკრულება;
- თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
- გთხოვთ, ჯამური ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
- დამატებით ინფორმაციისთვის ტენდერის დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდით ინა სიხარულიძეს:
ტელ: +995 (32) 2444121
მობ: +995 (595) 599030
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 2 თებერვალი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://www.tenders.bog.ge/?action=tender&id=511&lang=geo