ჩაბარების ვადა:
        
    4 ოქტომბერი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT10717 - ტენდერი ზამთრის საბურავების შესყიდვა/მონტაჟზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 4 ოქტომბერი 2021 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ზამთრის საბურავების შესყიდვა/მონტაჟზე ფასების ცხრილის (დანართი #1) -ის და (დანართი #2)-ის შესაბამისად.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
 - საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
 - განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული;
 - ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
 - სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
 - ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
 - ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
 - ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
 - ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
 - რეკვიზიტები;
 - საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
 
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
 
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- მომწოდებელმა საბურავების მოწოდება უნდა უზრუნველყოს საქართველოს მასშტაბით, დანართი #2-ით განსაზღვრულ ქალაქებში, თანმდევი მომსახურებით(არსებულის მოხსნა, ახლის დაყენება, ბალანსირება);
 - მოწოდებული საბურავი უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და საგარანტიო პერიოდის ამოწურვამდე არ უნდა განიცადოს დეფორმაცია, უნდა ექვემდებარებოდეს ბალანსირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მომწოდებელმა საბურავ(ებ)ი უნდა შეცვალოს იდენტური პარამეტრების მქონე ახალი საბურავ(ებ)ით.
 - შემოთავაზებულ საბურავებზე მითითებული უნდა იყოს სეზონის შესაბამისი მარკირება.
 - შემოთავაზებული საბურავები უნდა იყოს არანაკლებ 2019 წლის გამოშვება, რასაც უნდა ადასტურებდეს საბურავზე მარკირება;
 
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
 - ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;
 
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
 - სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
 - გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
 
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 4 ოქტომბერი 17:00 საათი.
 - პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
 - ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
 
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, 
მობ: 595 90 12 00; 
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
 
დოკუმენტაცია
                                                
                            
                            სატენდერო განცხადება-ზამთრის საბურავების შესყიდვა-მონტაჟი
                            სატენდერო განცხადება-ზამთრის საბურავების შესყიდვა-მონტაჟი
                        
                                                
                            
                            დანართი #1 (ფასების ცხრილი)
                            დანართი #1 (ფასების ცხრილი)
                        
                                                
                            
                            დანართი #2 (მისამართები)
                            დანართი #2 (მისამართები)
                        
                                                
                            
                            დანართი #3 (ხელშეკრულების დრაფტი)
                            დანართი #3 (ხელშეკრულების დრაფტი)