ჩაბარების ვადა:

12 ოქტომბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10729 - ტენდერი სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

მოთხოვნა წინადადებების წარმოდგენაზე: სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შესყიდვა
გამოქვეყნებულია: 27 სექტემბერი/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი, 2021 წ
თანდართული ფაილი: სააპლიკაციო ფორმა, დეკლარაცია, ბიუჯეტის ფორმა

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში CCR მუშაობს 2008 წლიდან და 2015 წელს დააფუძნა თავისი ფილიალი თბილისში (CCRG), რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს: https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/; https://georgia.charita.cz/

2017 წლიდან ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ახორციელებს პროექტს „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში“, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისის შექმნა და დანერგვა. სერვისი განკუთვნილია სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ზრუნვას. მიზნის მისაღწევად მომზადდა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი და სასწავლო კურსი. პროექტი ასევე ითვალისწინებს სერვისის გამართვისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურით და ავეჯით უზრუნველყოფას. 

პროექტი ინიცირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდება თსსუ-ს აკადემიკოს გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკასთან პარტნიორობით. 

CCRG იწვევს დაინტერესებულ მხარეებს წინადადებების წარმოსადგენად სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შესყიდვაზე პროექტის ფარგლებში.

განცხადების დანართები:
განმცხადებლის მიერ შესავსები ფორმები: 

  • დანართი 1. განაცხადის ფორმა
  • დანართი 2. ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია (ხელშეკრულების დანართი)
  • დანართი 3. ბიუჯეტის ფორმა

ღირებულება: შეკვეთის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 25 000 აშშ დოლარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, ტრანსპორტირების, ინსტალაციისა და ტრენინგის ჩათლით. 

ანგარიშგება: ანგარიშსწორება იწარმოებს ლარში გადახდის დღისთვის ეროვნულ ბანკში არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად.

მიწოდების ვადა: მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის ბოლომდე. 

შეფასების/შერჩევის კრიტერიუმები და თითო კრიტერიუმის ღირებულება %:

  • წინადადების ხარისხი - 20%
  • გამოცდილება და კვალიფიკაცია - 20%
  • შემოთავაზებული ღირებულება - 20%
  • სამუშაოების შესულების დრო - 20%
  • საგარანტიო ვადები - 20%

წინადადების წარდგენა - სავალდებულო დოკუმენტები:

  • შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა ბეჭდით ქართულად და ინგლისურად (დანართი 1);
  • შევსებული და ხელმოწერილი დანართი #2. ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია;
  • ბიუჯეტი (დანართი #3);
  • კომპანიის ხელმძღვანელის და შესყიდვის მენეჯერის CV (ინგლისურ ენაზე), რომელშიც მოცემულია კვალიფიკაცია და გამოცდილება ამ სფეროში; 
  • ამონაწერი საჯარო ან გადამხდელთა რეესტრიდან (ბოლო 6), ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრული განაცხადი არ განიხილება. წინადადებები  (დანართები 1, 2, 3) წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 12 ოქტომბერი, 18:00 საათზე (საქართველოს დროით) ელექტრონულად ccrg.vacancy@gmail.com და tamar.kurtanidze@caritas.cz (სათაურის ზოლში მიუთითეთ - “RFP - Medical devices”).

შენიშვნა: 

  • განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. CCRG იტოვებს უფლებას გააუქმოს წინადადებების მიღება, არ უპასუხოს აპლიკანტებს, რომლებიც არ იქნებიან ინტერვიუზე მოწვეულნი, დასრულების შემდგომ. 

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები