ჩაბარების ვადა:

11 ოქტომბერი 2021, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T10756 - ფასთა გამოკითხვა სხვადასხვა ტიპის ხელსაწყო-დანადგარების შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

არასამთავრობო, ჰუმანიტარული, საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში (DRC) იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს სხვადასხვა ტიპის ხელსაწყო-დანადგარების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე.

პროდუქცია დაჯგუფდა 4 ლოტად:

  • LOT #1- ლაზერმჭრელი და სხვა ტიპის მოწყობილობები
  • LOT #2-საკერავი მანქანები 
  • LOT #3-კომპიუტერული ტექნიკა (ნოუთბუკი)
  • LOT #4-სასაცხობე ბიზნესის აღჭურვილობა (სოუსის ჩამოსასხმელი დანადგარი)

ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით. შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპოტირების და ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.

დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ, როგორც ცალ-ცალკე ლოტებზე ასევე, ყველა ლოტზე ერთდროულად.

შესასყიდ ნივთებზე დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში Annex A1 and A2

  • შემოთავაზების ნომერი: PR_00168795
  • გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 30  სექტემბერი
  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 11 ოქტომბერი
  • დახურვის დრო: 24:00

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

  • ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
  • დანართი A1- A2 მოთხოვნილი დანადგარების დეტალური სპეციფიკაცია, ფასი დღგ-ს ჩათვლით ლარში- ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
  • მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი.
  • მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი.
  • ხელშეკრულების ზოგადი პირობები - გაეცანით.

ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 11 ოქტომბერი, 2021, 24:00 და თემის ველში მიუთითოთ შემოთავაზების ნომერი PR_00168795

ტენდერის კატეგორია:

  • 42200000 მანქანა-დანადგარები საკვების, სასმელებისა და თამბაქოს გადასამუშავებლად და მათთან დაკავშირებული ნაწილები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 39700000 საოჯახო ტექნიკა