ჩაბარების ვადა:

11 ოქტომბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10769 - ტენდერი საინფორმაციო უსაფრთხოების ინციდენტების მონიტორინგის და მართვის სისტემის - SIEM შესყიდვა/დანერგვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საინფორმაციო უსაფრთხოების ინციდენტების მონიტორინგის და მართვის სისტემის - SIEM შესყიდვა/დანერგვაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით) 
  • აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (ე.წ. MAF –Manufacturer Authorization Form)
  • პრეტენდენტს უნდა ქონდეს SIEM სისტემების დანერგვის გამოცდილება, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია რომლითაც დასტურდება, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება დანერგილი აქვს მინიმუმ სამ ორგანიზაციაში საქართველოს ტერიტორიაზე.
  • პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული პროდუქტის, მწარმოებლის მიერ, სერტიფიცირებული მინიმუმ ერთი თანამშრომელი. დამადასტურებელ დოკუმენტად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის თანამშრომელზე მწარმოებლის მიერ გაცემული სერტიფიკატი.
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

 კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი  საინფორმაციო უსაფრთხოების ინციდენტების მონიტორინგის და მართვის სისტემის SIEM შესყიდვა/დანერგვა “
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 11 ოქტომბერი (18:00 სთ-მდე).

ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით  დაუკავშირდით ბაჩა ხოფერიას, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Bacha.KhoperiaAdmin@terabank.ge ტელეფონზე . მობ: 577 61 40 02

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge, ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005).  მობ:595 60 01 04

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები