ჩაბარების ვადა:

11 ოქტომბერი 2021, 15:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T10772 - კონკურსი დემონტირებული მოწყობილობების გაყიდვაზე

კონკურსის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს კონკურსს დემონტირებული მოწყობილობების გაყიდვის თაობაზე და იწვევს კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის მიზანია შეირჩეს კონტრაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის შესყიდვას კომპანიის მოთხოვნების გათვალისწინებით.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), რეალიზაციის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

დემონტირებული მოწყობულობები, რომელბიც მოიცავს ძრავებს, ტუმბოებს, ურდულებსა და ტრანსფორმატორებს, რომლებიც დასაწყობებულია შვიდ ლოკაციაზე:

  • ბაგები (დანართი N1, Sheet ბაგები)
  • „603“ (დანართი N1, Sheet 603)
  • ვაზისუბანი 1“ (დანართი N1, Sheet ვაზისუბანი 1)
  • ვაზისუბანი 2“ (დანართი N1, Sheet ვაზისუბანი 2)
  • ხევძმარა (დანართი N1, Sheet ხევძმარა)
  • ტყეკულტურა (დანართი N1, Sheet ტყეკულტურა)
  • დიღმის გაუქმებული სატუმბო სადგური (დანართი N1, Sheet დიღომი)

სარეალიზაციო საქონლის მონაცემები მოცემულია დანართი N1-ში.

მოწყობილობების ფოტოები იხილეთ მითითებულ ლიკნზე: https://cloud.gwp.ge/index.php/s/dkqJYmaLUXmEjiC პაროლი: gwp123

დანართ N1-ში მოწყობლობები წარმოდგენილი არის დემონტირებულ მდგომარეობაში. გამყიდველი არ იღებს პასუხისმგებლობას მის ექსპლუატაციაში ვარგისიანობაზე.

დემონტირებული მოწყობილობების %-ული განაწილება ლითონებს შორის არის შავი ლითონი 20%, ხოლო ფერადი 80%.

შენიშვნა: ტენდერში მონაწილე ვალდებულია წინადადების წარმოდგენამდე ჯეროვნად შეამოწმოს და დაათვალიეროს ყველა ობიექტზე არსებული შესყიდვის ობიექტი.

განფასება:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ფასის შეთავაზება ორ ვარიანტად:

  • ვარიანტი N1 : მთლიანი ქონების ღირებულება (დაშლის გარეშე). (შეავსეთ დანართი N2)
  • ვარიანტი N2 : საქონლის დაშლის შედეგად ამოღებული ფერადი და შავი ლითონის თითო ერთეული კილოგრამის ფასი.  (შეავსეთ დანართი N2)
  • კანდიდატს უფლება აქვს წარმოადგინოს განფასება, როგორც ორივე ვარიანტის (განფასების ვარიანტი N1 და განფასების ვარიანტი N2), ასევე მხოლოდ თითოს (განფასების ვარიანტი N1 ან განფასების ვარიანტი N2) მიხედვით. 

შენიშვნა: 

  • მასალის გატანის, დაშლის და აწონვის ხარჯები ეკისრება კონტრაქტორს.
  • მოწყობილობების დაშლისა და აწონვის პროცესს დაესწრებიან შესაბამისი ზედამხდველობის სამსახურის წარმომადგენლები გამყიდველის მხრიდან.                              

ანგარიშწორებისა და თანამშრომლობის პირობები:

  • ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს 100% ავანსის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მასალის გატანამდე 5 დღით ადრე.

დაინტერესებული პირის მიერ სისტემაში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1, დანართი N2);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შემდეგ;
  • კომპანიის ფაქტობრივი/საწყობის მისამართი.

შენიშვნა:

  • მონაწილე პირის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • მონაწილე პირის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე კონკურსის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება ქვემოთ მოცემული ხელშეკრულების ფორმის გათვალისწინებით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება კომერციული წინადადების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის დაინტერესებული პირი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

გამყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს წინადადებების მიღების დასრულების ვადა, შეცვალოს საქონლის რეალიზაცისს პირობები, რასაც დროულად აცნობებს მონაწილეებს, ან შეწყვიტოს საქონლის რეალიზაციაზე ინტერესთა გამოხატვის პროცესი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

გამყიდველი გამარჯვებულ მყიდველს გამოავლენს კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. გამყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

გამყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს დაინტერესებული პირისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია მონაწილე პირის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ მონაწილე პირის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, მონაწილე პირი იქნება დისკვალიფიცირებული ინტერესთან გამოხატვის პროცესიდან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 11 ოქტომბერი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტექნიკურ საკითხებზე წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: თორნიკე თოშხუა
ტელ.: +995 598 929 214

შესყიდვების წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: ლელა გაგუა 
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: lgagua@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1143); 597 92 41 60

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); +995 599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    8 ოქტომბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა