ჩაბარების ვადა:

13 ოქტომბერი 2021, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T10778 - ტენდერი ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეთავაზებებეოს წარდგენის განახლებული ვადაა 2021 წლის 13 ოქტომბერი, 13:00სთ.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის შესყიდვაზე და მონაწილეობის მისაღებად იწვევს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ყველა სადაზღვევო კომპანიას.

ტენდერში მონაწილეობითვის ყველა საჭირო ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

წინადადება უნდა მოიცავდეს:
 
ჯანმრთელობის დაზღვევა:

  • სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკების ცხრილს
  • გამონაკლისების დეტალური განმარტება
  • პროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა;
  • არაპროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა (პაციენტის მიერ წარსადგენი საჭირო დოკუმენტების ცხრილის ჩათვლით);
  • ოჯახის ექიმებისა და ანაზღაურების ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები აღნიშნულ ქალაქებში;
  • წინადადებას უნდა ჰქონდეს პრეზენტაციის სახე და მოთხოვნილი დამატებითი პირობები ხაზგასმით უნდა იყოს ნაჩვენები;
  • სატენდერო წინადადებას უნდა ახლდეს დაზღვეული ორგანიზაციების ჩამონათვალი.
  • სატენდერო დოკუმენტს უნდა ახლდეს სადაზღვევო კომპანიის ბოლო 3 წლის ბალანსი და Cash Flow;

უბედური შემთხვევის დაზღვევა:

  • გამონაკლისების დეტალური განმარტება;
  • სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას რეპორტინგის და ანაზღაურების სქემის აღწერილობა;
  • წინადადენას უნდა ჰქონდეს პრეზენტაციის სახე და მოთხოვნილი პირობები ხაზგასმით უნდა იყოს ნაჩვენები;
  • სატენდერო წინადადებას უნდა ახლდეს დაზღვეული ორგანიზაციების ჩამონათვალი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შიდა სატენდერო ვებ-გვერდზე. რეგისტრაციის ინსტრუქცია მოცემულია დანართში. ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ტენდერზე დასამატებლად მიმართეთ:
ბექა ივანიაშვილი
ტელ: 595 888 268
Beka.Ivaniashvili@heidelbergcement.ge 
 
სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 13 ოქტომბერი, 13:00
 
ელექტრონული წინადადების განთავსების შემდეგ, გთხოვთ, წინადადების დედანი გამოაგზავნეთ დახურულ კონვერტში, მისამართზე:
ქ. თბილისი, ს.ცინცაძის ქუჩა #3
თამარ სიხარულიძე
ტელ: 597 996 886; 599 333 606;

საბროკერო კომპანია შპს „აი ბი სი ჯორჯია“ შესაძლოა დაგიკავშირდეთ დამატებით კითხვებით მოწოდებული შემოთავაზების დეტალებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გთხოვთ მიუთითოთ თქვენი კომპანიის ამ პროექტთან მიმართებაში საკონტაქტო პირის სახელი,გვარი; პირადი ტელეფონი და ელ. მისამართი.

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები