ჩაბარების ვადა:

13 ოქტომბერი 2021, 15:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T10780 - თბილისი მოლის ელექტრო ფარების და აგრეგატების დამიწების ტესტირება

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი, 15:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

თბილისი მოლი აცხადებს ტენდერს ელექტრო ფარების და აგრეგატების დამიწების ტესტირებაზე.

ზოგადი ინფორმაცია:

  • სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლის“ შენობა მდებარეობს დავით აღმაშენებლის ხეივნის N 213.
  • მოცემული შენობა, შედგება სამი ბლოკისაგან (A, B და C ბლოკებისგან). შენობის ყველა სართულზე და სახურავზე განლაგებულია ელექტრო გამანაწილებელი ფარები და აგრეგატები.
  • მათ შორის არის 5 სატრანსფორმატორო ოთახი,სადაც მდებარეობს 10 ტრანსფორმატორი და 5 მაღალი ძაბვის გადამდთველი(ფიდერი), 25 ელ.გამანაწილებელიLVMDB,LVDB და MCC ფარების ოთახი,სადაც განლაგებულია120 შნეიდერის ფარი , სახურავზე 9 საქვაბე ბლოკი და მასში არსებული მართვის და ძალოვანის ფარი, ჰაერის გაწოვა, მიწოდების და გაგრილების ელექტრო ფარები,სულ 41 ერთეული ელ ფარი და 41 ერთეული აგრეგატი.

ტექნიკური დასკვნა:

აუცილებლობას წარმოადგენს თბილისი მოლის ყველა ელექტრო მოწყობილობების და აგრეგატების დამიწების წრედის ტესტირება და დაერთების წერტილებზე წინაღობის გაზომვა და ამის საფუძველზე აქტების შედგენა.

ტექნიკური დავალება:

ჩატარდეს თბილისი  მოლის ყველა დანადგარების და ელექტრო მოწყობილობების   დამიწების ნომინალების გაზომვა, გადამოწმდეს მეხამრიდის და ფარების გამტარები გამტარიანობაზე (რამდენად შეესაბამება მისი საწყისი წერტილის წინაღობა საბოლოოს ე.ი ვარგისია თუ არა მიმღებ მოწყობილობებზე დამიწება.)გაიცეს შესაბამისი აქტები.

უსაფრთხოების ნორმები:

  • ყველა სამუშაო, რომელიც იწარმოებს მოლში და მის გარშემო ტერიტორიაზე უნდა აკმაყოფილებდეს შრომის და პირადი უსაფრთხოების ნორმებს.
  • სამუშაოთა დაწყების წინ მოლის უსაფრთხოების მენეჯერი კონტრაქტორების შემადგენლობას გააცნობს უსაფრთხოების ნორმებს.
  •  სამუშაოთა წარმოება დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა იქნება ხელმოწერილი დოკუმენტი, მომუშავე პერსონალისა და მოლის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ.

განფასება:

 წარმოდგენილ განფასებაში უნდა იყოს მითითებული ყველა სახის დანახარჯი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 13 ოქტომბერი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    7 ოქტომბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა