ჩაბარების ვადა:

15 ოქტომბერი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10783 - სამედიცინო დაწესებულებისათვის საჭირო თეთრეულისა და უნიფორმის შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში  სამედიცინო დაწესებულებისათვის საჭირო თეთრეულისა და უნიფორმის შესყიდვაზე მონაწილეობის მიღებას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „ევექსის ჰოსპიტლები“, შპს "კავკასიის მედიცინის ცენტრი". შპს "აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი", შპს "ახალი კლინიკა" - ხაშურის ჰოსპიტალი.

2. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 15 ოქტომბრის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
    - ტენდერის გამოცხადება 5 ოქტომბერი 2021წ.
    - სატენდერო წინადადებების მიღება 15 ოქტომბერი 2021წ.
    - გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა 29 ოქტომბერი 2021
    - ხელშეკრულების გაფორმება 2 ნოემბერი 2021
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.

3. ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები

შესყიდვის ობიექტი: სს „ევექსის ჰოსპიტლები“ -  სამედიცინო დაწესებულებისათვის საჭირო თეთრეულისა და უნიფორმის შესყიდვა

სამედიცინო დაწესებულებისათვის საჭირო თეთრეულისა და უნიფორმის ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართში #5 - ხარჯთაღრიცხვაში .(ფასების ცხრილი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს).

  • სამედიცინო დაწესებულებისათვის საჭირო თეთრეულისა და უნიფორმის მიწოდება უნდა მოხდეს კლიენტის მოთხოვნიდან არაუმეტეს 1(ერთი) კვირის განმავლობაში
  • მისაწოდებელი თეთრეულისა და უნიფორმების მახასიათებლები უნდა იყოს არანაკლებ დანართ #5-ში მოცემული ტექნიკური მახასიათებლებისა.
  • პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესასყიდი საქონელი აუცილებელია იყოს უხარვეზოდ შეკერილი
  • ტენდერის შედეგად შესაძლოა, გამოვლინდეს ერთზე მეტი მიმწოდებელი და ხელშეკრულება გაფორმდეს სხვადასხვა კომპანიებთან, როგორც ტენდერით გათვალისწინებულ ყველა, ისე ცალკეულ პოზიციებზე.

პროდუქციის მიწოდების ადგილი:

  • სს“ევექსის ჰოსპიტლები“,შპს "კავკასიის რეგიონული ცენტრი". შპს "აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი", შპს "ახალი კლინიკა" - ხაშურის ჰოსპიტალი.  დეტალური მისამართებისთვის იხილეთ დანართი #7 - ჰოსპიტლების მისამართები

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდება იწარმოებს ეტაპობრივად, კლიენტის მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობების მიხედვით.
  • გამარჯვებული კომპანია შეკვეთას მიიღებს მეილის საშუალებით. შეტყოობინების გაგზავნის შემდგომ, არა უმეტეს 7 (შვიდი)დღის ვადაში გამარჯბებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება.

სატენდერო წინადადება მომზადებულ უნდა იქნას დანართ #5-ში განსაზღვრული რაოდენობების მიხედვით.

 დამატებითი ინფორმაცია:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან სს“ევექსის ჰოსპიტლები“,შპს "კავკასიის მედიცნის ცენტრი". შპს "აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი", შპს "ახალი კლინიკა" - ხაშურის ჰოსპიტალი, გააფორმებს ხელშეკრულებას 1 (ერთი) წლის ვადით.
  • ყველა პოზიციაზე რომელიც დანართი #5-შია წარმოდგენილი, შესაძლებელია მოთხოვნილი იყოს ნიმუშის წარმოდგენა.
  • ანგარიშსწორება იწარმოებს ლარში (ეროვნულ ვალუტაში), პროდუქციის მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან, 3 (სამი) თვიანი კონსიგნაციის გათვალისწინებით.

4. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ

  • კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
  • მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში 

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესასყიდი საქონლის ფასი
  • მიწოდების/მომსახურების ვადები
  • შემოთავაზებული საქოლის ხარისხი
  • კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

5. შემსყიდველის ვალდებულებები

შემსყიდველის ვალდებულებებია:

  • ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;

6. კონტრაქტორის ვალდებულებები

კონტრაქტორის ვალდებულებებია:

  • ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
  • სატენდერო დოკუმენტებისა და მისაწოდებელი პროდუქციის ხარისხზე;

7. დოკუმენტაცია

პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის კონტრაქტორმა უნდა მოამზადოს შემდეგი დოკუმენტები:

  • მიღება-ჩაბარება წარმოდგენილი უნდა იქნას დადასტურებული და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ.

8. სატენდერო წინადადება

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერლილი
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი ხარჯთაღრიცხვა ლარში - მოცემული და დადგენილი დანართი #5-ს სახით; ასევე ელექტრონული ფაილი ექსელის ფორმატში;

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით. 

9. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

10. კონფიდენციალურობა

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 15 ოქტომბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge

შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული კითზვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ საკონტაქტო პირს:
ნატალი საგინაშვილი
ელ. ფოსტა: nsaghinashvili@evex.ge
მობ: +995591451870.

ტენდერის კატეგორია:

  • 39500000 ქსოვილის ნივთები
  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 ოქტომბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა