ჩაბარების ვადა:

15 ოქტომბერი 2021, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10787 - მარშალ გელოვანის I ფაზის გასამწვანებლად დასარგავი ხე-მცენარეების, ბალახის თესვისა და საჭირო დამხმარე მასალების შესყიდვა

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. განახლებული შეთავაზების ვალუტაა: ლარი. მონაწილის მიერ შემოთავაზებულ ყველა მცენარეს უნდა ჰქონდეს სწორი ღერო.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ემკვადრატის პარკი აცხადებს მარშალ გელოვანის I ფაზის გასამწვანებლად დასარგავი ხე-მცენარეების, ბალახის თესვისა და საჭირო დამხმარე მასალების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • მარშალ გელოვანის N1, I ფაზის გასამწვანებლად დასარგავი ხე-მცენარეების, ბალახის თესვისა და საჭირო დამხმარე მასალების შესყიდვის ტენდერის დეტალური ტექნიკური დავალება  შემსყიდველის მიერ გაზიარდება სატენდერო განაცხადში მითითებულ მეილზე ხელმოწერილი NDA-ს წარმოდგენის შემდეგ. 
  • შენიშვნა: წინადადებების წარმოდგენამდე მონაწილემ  სასურველია ადგილზე მოახდინოს ობიექტის დათვალიერება. ვიზიტის საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტენდერში მითითებულ ნომერზე წინასწარ.

განფასება:

  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს განფასება შემსყიდველის მიერ ხელმოწერილი NDA-ს საფუძველზე გაზიარებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. 
  • ფასების წარმოდგენა უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით. 

სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • სამუშაოები/საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს თბილისში, მარშალ გელოვანის N1-ში.  
  • ხეების დარგვა უნდა მოხდეს უახლოეს არასავეგეტაციო პერიოდში.

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • მიმწოდებელი ვალდებულია მოწოდებული დარგული ხე-მცენარეებისა და ბალახის ,  ერთი წლის განმავლობაში გახმობის შემთხვევაში (გარდა მექანიკური დაზიანებებისა და ქურდობის ფაქტებისა), პირველივე არასავეგეტაციო პერიოდში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხე-მცენარეებისა და ბალახის ამოცვლა. 

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორების პირობები ჩამოყალიბდება სახელშეკრულებო ეტაპზე, თუმცა გადახდის სასურველი პირობები მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებასთან ერთად. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და ავანსის ჩარიცხვამდე, მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საავანსო თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, მინიმუმ საავანსო ღირებულებაზე და მოქმედი უნდა იყოს ხელშეკრულების დასრულების თარიღიდან მინიმუმ 1 თვის  განმავლობაში. 

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან 1 თვის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვა (სატენდერო ხარჯთაღრიცხვა) შემსყიდველის მიერ ხელმოწერილი NDA-ს საფუძველზე გაზიარებული ფორმატის მიხედვით, 
  • გადახდის გრაფიკი;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა უზრუნველყოს ხეების ნიმუშების მოწოდება;
  • დოკუმენტაცია შემოთავაზებული ხეების და ბალახის თესლის წარმოშობის და სპეციფიკაციების შესახებ;
  • დეტალური ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემოთავაზებული ხეების და ბალახის მოვლა-პატრონობის შესახებ;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • ხარჯთაღრიცხვა უნდა იქნას წამროდგენილი როგორც დადასტურებული ბეჭდით, ასევე ექსელის ფორმატში. 

ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დაშვებულია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. შეკითხვები უნდა იქნეს გამოგზავნილი სატენდერო საიტზე არსებულ შეკითხვების მოდულში. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 15 ოქტომბერი, 17:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შესყიდვების წარმომადგენელი:
სალომე სადუნიშვილი
მობ: 599 68 67 82

ობიექტზე ვიზიტის დაჯავშნა: 
დავით კარდანახიშვილი
მობ: 568 666 580

შენიშვნა: თუ წინამდებარე მოწვევა გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით მონაწილე კომპანიასთან, მონაწილემ, მისი კონკურსში მონაწილეობის შესახებ თანხმობა და წინამდებარე დოკუმენტის გაცნობის დასტური უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტით.

ტენდერის კატეგორია:

  • 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 ოქტომბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა