
20 ოქტომბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT10811 - ტენდერი თბილისისა და რეგიონის ობიექტებზე ვიტრინების და სარეკლამო აბრის წმენდის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 ოქტომბერი 2021 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს თბილისისა და რეგიონის ობიექტებზე ვიტრინების და სარეკლამო აბრის წმენდის მომსახურებაზე;
მომსახურების აღწერილობა:
- თბილისში - ვიტრინების დასუფთავება გარედან მინ. თვეში 3-ჯერ, შიდა მხრიდან მინ. თვეში 2-ჯერ, აბრების წმენდა მინ. თვეში ერთხელ.
- რეგიონებში - ვიტრინების დასუფთავება გარედან მინ. თვეში 2-ჯერ, შიდა მხრიდან მინ. თვეში ერთხელ, აბრების წმენდა მინ. თვეში ერთხელ.
დღეისათვის კომპანიას გააჩნია 300-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი თბილისსა და რეგიონებში, რომელთა რიცხვიც ყოველთვიურად იზრდება.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- საფასური უნდა ითვალისწინებდეს ზემოთ ჩამოთვლილი სრული მომსახურების ფასს 1 ობიექტზე;
- პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს არაგეგმიური ვიზიტის პირობები;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 20 ოქტომბერი, 18:00 საათი.
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41;
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
დოკუმენტაცია
მოგესალმებით. გთხოვთ მოგვცეთ მაღაზიებსი სია, რომ მოვახდინოთ სწორი კალკულაცია. თუ ამ სიის მიღება არ იქნება შესაძლებელი დაგვიზუსტეთ რამდენი ფილიალია თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოში და რამდენი დასავლეთში. ასევე ვიტრაჟების საშუალო კვადრატულობა. შუშების წმენდაზე გიწერიათ მინიმუმ 3 ან მინიმუმ 2 ანუ ეს არ არის ზუსტი ჯეროდობა ,შეიძლება შეიცვალოს? აბრების წმენდა თუ არის გათვლისწინებული და კიდევ რაიმე დამატებითი დეტალის წმენდა ხომ არ მოიაზრება (მაგალითად ვიდეო კამერების ,კონდინციონერის და ა.შ.)