ჩაბარების ვადა:

29 ოქტომბერი 2021, 19:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10875 - ტენდერი კასლეთი 2  ჰესისთვის საპროექტო გადაწყვეტილებების მიღებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 29 ოქტომბერი, 19:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს კასლეთი 2 (ს/კ 406107118) (შემდგომში “დამკვეთი”) აცხადებს ტენდერს ტექნიკური და კომერციული წინადადების მისაღებად (შემდგომში „სატენდერო წინადადება”) ტენდერში მონაწილეებისგან (შემდგომში “პრეტენდენტი ”) კასლეთი 2  ჰესისთვის საპროექტო გადაწყვეტილებების მიღებაზე.   

ზოგადი პირობები:

  • დამკვეთი უფლებამოსილი მიიღოს ან უარყოს ნებისმიერი „სატენდერო წინდადება“, განახორციელოს შეკვეთის განთავსება ნაწილობრივ ან სრულად, წინამდებარე დოკუმენტის განფასების მიხედვით. 
  • დამკვეთი დამოუკიდებლად მოახდენს სატენდერო წინადადების შეფასებას და მიიჩნევს მას , როგორც მოთხოვნების შესაბამისს ან არასრულს.
  • დამკვეთი უფლებამოსილი აწარმოოს პრეტენდენტებთან დამატებითი კომუნიკაცია დაზუსტების მიზნით. დამკვეთი არ არის ვალდებული გაუზიაროს სხვა მონაწილეებს, რომელიმე კონკრეტული პრეტენდენტისგან მიღებული მონაცემები. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გაზიარება, რომელიც საჭიროა წინადადების მოსამზადებლად დამკვეთის მხრიდან განხორციელდება ყველა პრეტენდენტის მიმართ ერთდროულად.  
  • დამკვეთის მხრიდან სატენდერო წინადადების შერჩევა განპირობებული იქნება გამოცდილების, ხარისხის, შესრულების ვადების, საგარანტიო პირობების, ან სხვა რომელიმე კრიტერიუმის საფუძველზე და არა მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით.
  • ფინანსური წინადადებიდან გამომდინარე დამკვეთი უფლებამოსილია მოახდინოს გარკვეული კომპონენტების შეცვლა/ჩანაცვლება ან ამოღება წინასწარ განსაზღვრული ჩამონათვალიდან, ასევე აწარმოოს მოლაპარაკება დამკვეთის მოთხოვნების სრული შესაბამისობის მისაღწევად.  
  • ტენდერის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ, დამკვეთი არაა ვალდებული მიღებულ სატენდერო წინადადებაზე აწარმოოს მოლაპარაკება ან განათავსოს შეკვეთა ასეთი წინადადების წარმდგენ პრეტენდენტთან.
  • იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული პრეტენდენტი ვერ შეძლებს სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი პირობების დაცვას, დამკვეთი უფლებამოსილია გაუქმოს შეკვეთა/კონტრაქტი შერჩეულ კომპანიასთან საჯარიმო სანქციების გარეშე დამკვეთის მიმართ, და გადასცეს დაკვეთა სხვა პრეტენდენტს ან გაუქმოს ტენდერი.
  • სატენდერო წინადადება არ წარმოადგენს დაკვეთის შეთანხმებას ან ოფიციალური შეკვეთის ფორმას, პრეტენდენტის მიერ წინადადების წარდგენა ნებაყოფლობითია.
  • სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ტენდერის ყველა მოთხოვნას და ვალდებულია დაიცვას ყველა ეს პირობა, დამკვეთის მხრიდან სატენდერო წინადადების მიღების შემთხვევაში. სატენდერო წინადადების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება პრეტენდენტს, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იქნება ეს წინადადება თუ არა დამკვეთის მხრიდან.
  • სატენდერო წინადადება ხელმოწერილი უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ. წინადადებაში დაფიქსირებული უნდა იქნას საკონტაქტო პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება მოლაპარაკებების წარმოებაზე ტენდერში მონაწილე კომპანიის მხრიდან.
  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს კომპანიის დასახელების მითითებით, კომპანიის ბლანკზე უფლება მოსილი პირის ხელმოწერით.

მითითებები ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარადგინოს წერილობითი დასტური ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ხელმოწერილი გაუთქმელობის შეთანხმება, ტენდერის გამოცხადებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის მანძილზე.
  • სატენდერო წინადადება წარდგენილი უნდა იქნას წინამდებარე მოთხოვნის გათვალისწინებით. სატენდერო დოუკემენტაციის ატვირთვა უნდა განხორციელდეს ელექტრონულად ვებ გვერდზე.  
  • სატენდერო წინადადების წარდგენის (ატვირთვის) ბოლო ვადაა: 2021წლის 29 ოქტომბერს 19:00 საათი. წინადადებები ატვირთული უნდა იქნას ტენდერის ვებ.გვერდზე (www.tenders.ge)

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 29 ოქტომბერი, 19:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ნებისმიერი კომუნიკაცია და ინფორმაციის მოთხოვნა ტენდერთან დაკავშირებით გაგზავნილი უნდა იქნეს წერილობით, შემდეგ ელ.ფოსტაზე: dbichelashvili@grpc.ge ყველა კითხვა გაგზავნილ უნდა იქნას ტენდერის დასრულების ვადის ამოწურვამდე 1 (ერთი) სამუშაო დღით  ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია არ გასცეს პასუხი მონაწილე კომპანიებს.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    20 ოქტომბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა