25 ოქტომბერი 2021, 18:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T10881 - ტენდერი პოლიკლინიკის მოწყობის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე
            
        
        - გამომცხადებელი: სს ევექსის კლინიკები
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 21 ოქტომბერი 2021 დრო 08:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 25 ოქტომბერი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს ევექსის კლინიკები აცხადებს ტენდერს პოლიკლინიკის მოწყობის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე.
ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს ევექსის კლინიკები.
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 25 ოქტომბრის 18:00 საათისა.
 - შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებსდა მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
 - საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
 - საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
 - ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 18 ოქტომბერი 2021წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება: 25 ოქტომბერი 2021წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა: 27 ოქტომბერი 2021წ.
- ხელშეკრულების გაფორმება: 29 ოქტომბერი 2021წ. - შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
 - ტენდერისშეჩერების/ შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
 - შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
 
ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები, შესყიდვის ობიექტი:
- სს ევექსის კლინიკები ქალაქ თბილისში, ქ. თბილისი, შანდორ პეტეფის №36 პოლიკლინიკის მოწყობისათვის სარკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების შესრულება
 - სამუშაოთა ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართში #5- ხარჯთაღრიცხვა.
 - დანართი #7- საპროექტო დოკუმენტაცია, არქიტექტურული ნაწილი, ტექნოლოგიური ნაწილი
 - სატენდერო წინადადება მომზადებულ უნდა იქნას დანართ #5-ში განსაზღვრული მოცულობების მიხედვით.
 
სამუშაოების დასრულების მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან.
სამუშაოების დაწყების საორიენტაციო თარიღი: 1 ნოემბერი 2021 წელი.
დამატებითი პირობები:
- აუცილებელია ობიექტის დათავლიერება სატენდერო წინადადების წარმოდგენამდე
 
შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ
- კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
 - მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
 
სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- სამუშაოების შესრულების ფასი
 - შესრულების ვადები
 - საგარანტიო ვადა
 - საგარანტიო პერიოდში რეაგირების ვადა;
 - კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
 - საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება
 
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წლიურმა ბრუნვამ ბოლო დასრულებული საგადასახადო წლის მანძილზე შეადგინა არანაკლებ 300,000ლარი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 25 ოქტომბერი, 18:00 სთ;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Clinics_procurement@evex.ge
ობიექტზე ვიზიტის თარიღი და დრო წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის წარმომადგენელთან, საკონტატქო: 599466373 ვახტანგ ბოჭორიშვილი
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
 - 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
 
დოკუმენტაცია
მადლობა
მოგესალმებით შპს "ჰოუმდეკოდან" , ტენდერში გვსურს მონაწილეობის მიღება , დავათვალიერეთ ობიექტი , ვამზადებთ ხარჯთაღრიცხვას . როგორც გავეცანი ინფორმაციას დასრულებული საგადასახადო წლის ბრუნვა უნდა იყოს 300 000 ლარი . ჩვენი კომპანია დაარსდა 2020 წლის აგვისტოში , ამიტომ 300 000 ლარზე მეტი ბრუნვა გვაქვს არა 2020 წლის არამდე მიმდინარე 2021 წლის . შესაძლებელია თუ არა ნება დაგვრთოთ მონაწილების მიღებაზე. აქვე გეტყვით, მიმდინარე წლის მანძილზე კომპანიამ უკვე შაესრულა რამოდენიმე მსხვილი პროექტი. ველო თქვენს პასუხს , პატივისცემით
მოგესალმებით, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა