ჩაბარების ვადა:

25 ოქტომბერი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10886 - ტენდერი Web Application Firewall and Load Balancer შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. მონაწილე კომპანიამ აუცილებელია წარმოადგინოს მწარმოებელი კომპანიის MAF

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“-ს ტენდერი Web Application Firewall and Load Balancer შესყიდვაზე.

ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად.

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს.

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2021 წლის 25 ოქტომბრისა.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  •  საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება - 19 ოქტომბერი 2021 წელი
  • სატენდერო წინადადებების მიღება - 25 ოქტომბერი 2021 წელი
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 29 ოქტომბერი 2021 წელი
  • ხელშეკრულების გაფორმება - 3 ნოემბერი 2021 წელი

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას ზემოთ აღნიშნული კომპანიისთვის.

მონაწილე კომპანიამ აუცილებელია წარმოადგინოს მწარმოებელი კომპანიის MAF.

სს„სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების,რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 25 ოქტომბერი 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტექნიკური საკითხები - ვასილ გრიგოლაია (598) 780066
ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებული კითხვები - ანანო ვაშაძე 595 60 70 70

ტენდერის კატეგორია:

  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    21 ოქტომბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა